https://sputnik-georgia.com/20211027/erovnulma-bankma-refinansirebis-ganakveti-ucvleli-datova-261535946.html
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისევ 10 პროცენტზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისევ 10 პროცენტზე დატოვა
Sputnik საქართველო
მარეგულირებლის ინფორმაციით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. 27.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-27T17:11+0400
2021-10-27T17:11+0400
2021-10-27T20:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/65/234066508_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_52a8ef77ae8be48f01a05bdfe7d78f46.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია.მარეგულირებლის ინფორმაციით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა.ამასთან, ინფლაციური რისკები რჩება და მათმა რეალიზებამ შეიძლება მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება განაპირობოს, აღნიშნავენ უწყებაში.ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 8 დეკემბერს ჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20211005/saqartveloshi-inflacia-magalia-axali-monacemebi-260225202.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/65/234066508_188:0:1312:843_1920x0_80_0_0_89f89d4b81582314978e3c0033308956.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ისევ 10 პროცენტზე დატოვა
17:11 27.10.2021 (განახლებულია: 20:14 27.10.2021) მარეგულირებლის ინფორმაციით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს,
ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია.
მარეგულირებლის ინფორმაციით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა.
„იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი ფაქტორების წვლილი ინფლაციაში კვლავ განმსაზღვრელი დარჩება და, ამასთან, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, კომიტეტმა განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება გადაწყვიტა", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
ამასთან, ინფლაციური რისკები რჩება და მათმა რეალიზებამ შეიძლება მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება განაპირობოს, აღნიშნავენ უწყებაში.
ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 8 დეკემბერს ჩატარდება.