მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სექსუალური ძალადობა და დისკრიმინაცია: ცუკერბერგსა და მის მეუღლეს სასამართლოში უჩივიან

© Facebook / Mark Zuckerbergმარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი
მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლე პრისცილა ჩანს სასამართლოში უჩივიან — მათ ოჯახში დასაქმებული ორი ადამიანი წყვილს სექსუალურ ძალადობასა და დისკრიმინაციაში სდებს ბრალს, იუწყება ტელეარხი NBC.
ტელეარხის ინფორმაციით, სარჩელი სასამართლოში ჯერ კიდევ 20 სექტემბერს შევიდა, თუმცა ამის შესახებ ახლაღა გახდა ცნობილი.
 გოგონები პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
მსოფლიო დღეს
Facebook ბერდება: სოციალური ქსელი ახალგაზრდა აუდიტორიას კარგავს – კვლევის შედეგები
საჩივრის ავტორები არიან ჯონ დოუ, რომელიც ცუკერბერგ–ჩანის ოჯახში 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მარტამდე მუშაობდა მეურნეობის მმართველად, და მია კინგი — 2018 წლის მაისიდან 2019 წლის თებერვლამდე მუშაობდა კომპანია Limitless Specialty Services LLC-ში, რომელიც ოჯახს უსაფრთხოების სერვისებით უზრუნველყოფდა.
სარჩელების თანახმად, გარდა სექსუალური ძალადობისა და დისკრიმინაციისა, ჩანსა და ცუკერბერგს ბრალი ედებათ თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანებაშიც.
ტელეარხი განმარტავს, რომ კომპანია Facebook-ი არ მონაწილეობს სასამართლო პროცესებში.
NBC-ს ინფორმაციით, სასამართლოს ჯერ არ დაუნიშნია მოსმენები და ოჯახის არც ერთ წევრს არ გაუცია ოფიციალური პასუხები სასამართლოსთვის.
ყველა ახალი ამბავი
0