„კატო კოდუასთან კონფლიქტი მქონდა, შემდეგ ბოდიშიც მოვიხადეთ“ – პაიჭაძე გერზე საუბრობს

© Photo: Aleksandra Paichadze / FBალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ გი­ორ­გი გას­ვი­ან­თან გა­და­ცე­მა­ში „live კო­მენ­ტა­რი“ ბოლო დროს მის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ სკან­დალ­ზე ისა­უბ­რა. და­ვით კო­დუ­ა­სა და ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის ურთიერთობის გამ­ხე­ლი­ს შემ­დეგ მე­ო­რე კვი­რაა მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა. ტე­ლე­წამ­ყვანს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ქალი და­უ­პი­რის­პირ­და, მათ შო­რის იყო „ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლიც.
ალექსანდრამ უარყო წამყვანის ინფორმაცია, რომ ღია კონფლიქტი აქვს დათო კოდუას შვილთან - კატოსთან. ალექსანდრას თქმით, კატოსთან კონფლიქტი იმ დღეს ჰქონდა, როდესაც ბიზნესმენი დააკავეს.

„ეს იყო 13 აპ­რილს, როცა დათო და­ა­კა­ვეს. მერე და­ვე­ლა­პა­რა­კეთ ერ­თმა­ნეთს და ბო­დი­შიც მო­ვი­ხა­დეთ. ბო­როტ­მა ქა­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს სა­თა­ვი­სოდ, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ტოტი მო­იჭ­რეს. მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილს კო­მენ­ტარ­ში და­ვუ­წე­რე, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე არ ვდარ­დობ­დი, რა­ტომ აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას ადა­მი­ანს, რო­მელ­საც არ იც­ნობ­და. თით­ქოს და­მა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ უსაყ­ვარ­ლე­სი წყვი­ლი დავ­შა­ლე, არა­და, ეს წყვი­ლი რამ­დე­ნი­მე წლის დაშ­ლი­ლი იყო. ხალ­ხმა ისე აღიქ­ვა, რომ ჩემ გამო მოხ­და რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რად კი თვა­ლე­ბი გა­ვა­ხე­ლი­ნე ყვე­ლას და ბინ­ძუ­რი სათ­ვა­ლე გა­ვუ­წ­მინ­დე“, – აღნიშნა ალექსანდრამ.

პაიჭაძის თქმით, და­ვით კო­დუა სხვა­ნა­ირ ქალ­თან ვერ წარ­მოუდ­გე­ნია, რადგან ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და გული სწყდება, რომ ადამიანები მხოლოდ გარეგნობით აფასებენ კოდუას.

„ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ჩემ­ზე თქვეს, რომ მას­თან ფუ­ლის გამო ვარ, თა­ვად ყვე­ლა­ფერ­ზე წავ­ლენ ფუ­ლის გამო. მყავ­და ფან­ტას­ტი­კუ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­თომ­დე, სამი წელი, ბოლო წელი უმუ­შე­ვა­რი იყო და ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. შემ­დეგ მას დეპ­რე­სია და­ე­წყო და დავ­შორ­დით. ბედ­ნი­ე­რე­ბა უნდა შე­ი­ნა­ხო შენ­თვის... სულ ამას ვამ­ბობ­დი, რომ არ გა­ა­ზი­ა­როთ პი­რა­დი, გა­ვა­ზი­ა­რე და და­ი­ლე­წა ყვე­ლა­ფე­რი“, – აღნიშნა მოდელმა.

ალექსანდრა ცხრა თვის ორსულია და წყვილი საერთო შვილს გოგონას დღე-დღეზე ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0