https://sputnik-georgia.com/20211026/zveli-tbilisi-unda-iyos-zalian-lamazi-gudiasvilis-ganaxlebuli-moedani-gaixsna-261514560.html
„ძველი თბილისი უნდა იყოს ძალიან ლამაზი“: გუდიაშვილის განახლებული მოედანი გაიხსნა
„ძველი თბილისი უნდა იყოს ძალიან ლამაზი“: გუდიაშვილის განახლებული მოედანი გაიხსნა
Sputnik საქართველო
გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს. 26.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-26T21:50+0400
2021-10-26T21:50+0400
2021-10-26T23:20+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250947840_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_97abe31b645c6a85499e3266f57cf2f9.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, დედაქალაქის მთავრობისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნებასა და განახლებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.„წინა ხელისუფლების დროს ეს მოედანი, ეს შენობა-ნაგებობები იყო საფრთხის ქვეშ, მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს ყველაფერი შენარჩუნებულიყო. მე ყოველთვის მადლიერებას გამოვხატავ ამ ადამიანების მიმართ. შეიძლება, ბევრი მათგანი დღეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების იყოს, სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.„მინდა, ასევე, გავიხსენო ზურაბ ოსმანოვი, რომელიც ამ ძეგლებზე მუშაობდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თითოეულ ორნამენტს, რომ ავთენტურობა ყოფილიყო შენარჩუნებული, სამწუხაროდ, კოვიდმა იმსხვერპლა. მინდა, მადლობა გადავუხადო მის ოჯახს და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ახლობლებს, ყველას, ვისაც გული დაწყვიტა მისმა გარდაცვალებამ“, – განაცხადა კალაძემ.კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, გრძელდება მიმდებარე ქუჩების განახლება.„არაერთი სახლია სარეაბილიტაციო და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულ აღდგენას ექვემდებარებოდა 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250947840_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_0bdf5fdb2d6879bd407c1836fd071d6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისის მერია
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისის მერია
„ძველი თბილისი უნდა იყოს ძალიან ლამაზი“: გუდიაშვილის განახლებული მოედანი გაიხსნა
21:50 26.10.2021 (განახლებულია: 23:20 26.10.2021) გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია
ავრცელებს.
გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, დედაქალაქის მთავრობისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ძალიან მაგარი პროექტი დავასრულეთ, სამუშაოების პირველი ეტაპი... ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მთლიანად იქნა რეაბილიტირებული“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნებასა და განახლებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
„წინა ხელისუფლების დროს ეს მოედანი, ეს შენობა-ნაგებობები იყო საფრთხის ქვეშ, მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს ყველაფერი შენარჩუნებულიყო. მე ყოველთვის მადლიერებას გამოვხატავ ამ ადამიანების მიმართ. შეიძლება, ბევრი მათგანი დღეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების იყოს, სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ სივრცის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით ალეკო ელისაშვილს, ცირა ელისაშვილს, თამარა ამაშუკელს, ნინო კორძახიას, ანა მარგველაშვილს, თიკო სულაძეს, სანდრო სარალიძეს, მაგდა ცოცხალაშვილს, გოგა ქართველიშვილს, თეა გალდავას, სალომე ჯაშს, ზაზა ბურჭულაძეს.
„მინდა, ასევე, გავიხსენო ზურაბ ოსმანოვი, რომელიც ამ ძეგლებზე მუშაობდა და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თითოეულ ორნამენტს, რომ ავთენტურობა ყოფილიყო შენარჩუნებული, სამწუხაროდ, კოვიდმა იმსხვერპლა. მინდა, მადლობა გადავუხადო მის ოჯახს და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მის ახლობლებს, ყველას, ვისაც გული დაწყვიტა მისმა გარდაცვალებამ“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, გრძელდება მიმდებარე ქუჩების განახლება.
„არაერთი სახლია სარეაბილიტაციო და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძველი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული თავისი შენობა-ნაგებობებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულ აღდგენას ექვემდებარებოდა 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმებოდა.