https://sputnik-georgia.com/20211026/ufc-ilia-tofuria-metoqe-261490492.html
UFC: ილია თოფურიას მეტოქე გაირკვა – ქართველი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება
UFC: ილია თოფურიას მეტოქე გაირკვა – ქართველი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება
Sputnik საქართველო
ილია თოფურია რუსეთის წარმომადგენელ მოვსარ ევლოევს კალიფორნიის შტატის ქალაქ ანაჰაიმში დაუპირისპირდება. ორთაბრძოლას ორივე სპორტსმენი 100%-იანი შედეგით ხვდება. 26.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-26T12:27+0400
2021-10-26T12:27+0400
2021-10-26T16:59+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261492935_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_ce4ac96d6b3f4291a5507edae9e2caa1.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. UFC-ს ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი ილია თოფურია 23 იანვარს მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. ინფორმაცია რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ დაადასტურა.24 წლის ქართველი სპორტსმენი UFC 270-ზე იასპარეზებს და მისი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი მოვსარ ევლოევი იქნება. აღსანიშნავია, რომ ევლოევი M1 GLOBAL-ის ყოფილი ჩემპიონია და მას კარიერაში ჩატარებული 15 ბრძოლიდან არც ერთხელ არ წაუგია, აქედან ხუთი შეხვედრა UFC-ში გამართა.იანვარში ჩანიშნულ ორთაბრძოლას, რომელსაც კალიფორნიის შტატის ქალაქი ანაჰაიმი უმასპინძლებს, ილია თოფურიაც 100%-იანი შედეგით ხვდება. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 11 გამარჯვებაა, საიდანაც ბოლო სამი ორთაბრძოლა UFC-ში მოიგო. თოფურიამ UFC-ში იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი დაამარცხა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261492935_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_17854c06ca8862f82d2e7ad5c10e8a40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, აშშ
UFC: ილია თოფურიას მეტოქე გაირკვა – ქართველი წაუგებელი სერიის გაგრძელებას შეეცდება
12:27 26.10.2021 (განახლებულია: 16:59 26.10.2021) ილია თოფურია რუსეთის წარმომადგენელ მოვსარ ევლოევს კალიფორნიის შტატის ქალაქ ანაჰაიმში დაუპირისპირდება. ორთაბრძოლას ორივე სპორტსმენი 100%-იანი შედეგით ხვდება.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. UFC-ს ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი ილია თოფურია 23 იანვარს მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. ინფორმაცია რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ დაადასტურა.
24 წლის ქართველი სპორტსმენი UFC 270-ზე იასპარეზებს და მისი მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი მოვსარ ევლოევი იქნება. აღსანიშნავია, რომ ევლოევი M1 GLOBAL-ის ყოფილი ჩემპიონია და მას კარიერაში ჩატარებული 15 ბრძოლიდან არც ერთხელ არ წაუგია, აქედან ხუთი შეხვედრა UFC-ში გამართა.
იანვარში ჩანიშნულ ორთაბრძოლას, რომელსაც კალიფორნიის შტატის ქალაქი ანაჰაიმი უმასპინძლებს, ილია თოფურიაც 100%-იანი შედეგით ხვდება. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 11 გამარჯვებაა, საიდანაც ბოლო სამი ორთაბრძოლა UFC-ში მოიგო. თოფურიამ UFC-ში იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი დაამარცხა.