თბილისში თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიმართება

© Facebook / Geoscoveryიოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილი 38 ნამუშევარი აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებს განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და ტექნიკით.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ უმასპინძლებს გამოფენას „აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან“, ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა 28 ოქტომბერს გაიხსნება და 22 ნოემბრამდე გასტანს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტს (IGAV) შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
სალონე რიგვავა - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
„კვეთა“: თბილისში მხატვარ სალომე რიგვავას გამოფენა გაიმართება
„გამოფენა იმ ფართომასშტაბიანი კულტურული პროექტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ მდებარე ევროპისა და აზიის ქვეყნებს უკავშირდება. თბილისში ამ ექსპოზიციის წარმოდგენა იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გამართული გამოფენებისა და გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაგრძელებაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 38 ნამუშევარი (8 მათგანი ფარნეზინას კოლექციაშია დაცული), რომელიც წარმოადგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებს.

ექსპოზიციის სამი ძირითადი თემა მოგზაურობას, სიახლესთან შეხვედრასა და აღმოჩენას უკავშირდება.
საქართველოს დედაქალაქის შემდეგ გამოფენა გეზს აღმოსავლეთისკენ აიღებს და საბოლოოდ, 2022 წელს ჩინეთში დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0