თბილისში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

© Facebook / Tbilisi City Hallახალი საფეხბურთო ცენტრი ნუცუბიძის პლატოზე
ახალი საფეხბურთო ცენტრი  ნუცუბიძის პლატოზე  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
ცენტრი მოიცავს ერთ სტანდარტულ საფეხბურთო მოედანს და ერთ მინი მოედანს (7x7 ფეხბურთისთვის), განათებითა და ტრიბუნებით, ასევე ადმინისტრაციულ შენობას ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.
ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და სხვა ოფიციალური პირები.
პროექტის ფარგლებში ადგილზე ერთი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი და ერთი მინი მოედანი (7x7 ფეხბურთისთვის) მოეწყო, განათებითა და ტრიბუნით. ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა, საფეხბურთო ცენტრის ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
„აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი პირველ რიგში ბავშვთა, გოგონათა და მოყვარულთა ფეხბურთისთვის აშენდა. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფეხბურთში უფრო და უფრო მეტი ბავშვი ერთვება. მსგავსი ინფრასტრუქტურა კი ამ ყველაფერს ხელს უწყობს“, - განაცხადა გახსნის ცერემონიაზე სსფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
სფფ აღნიშნავს, რომ მსგავსი საფეხბურთო პროექტები უკვე გაიხსნა საქართველოს ზოგიერთ ქალაქში (ლაგოდეხი, რუსთავი, ფოთი) და თბილისის რიგ რაიონებში (ვარკეთილი, გლდანი, ვაკე). ამ ეტაპზე მსგავს პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს ქუთაისსა და დიდ დიღომში, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ყველა ახალი ამბავი
0