შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს წერილების გადაცემა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliრუსთავის ციხის შესასვლელი
რუსთავის ციხის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
არც ერთ მსჯავრდებულს არ შეუძლია წერილების გადაცემა მასთან შეხვედრაზე მისული პირისთვის და შესაბამისად, ეს შეზღუდვა მხოლოდ ექს-პრეზიდენტზე არ ვრცელდება, განაცხადეს უწყებაში
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკრძალება წერილების გადაცემა მასთან შეხვედრაზე მისული პირებისთვის, მაგრამ მას შეუძლია შეუზღუდავად აწარმოოს კორესპონდენცია „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილს წერილების გადაცემა აეკრძალა, მისმა თანამოაზრემ და მის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.
სამსახური განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის თანახმად, სააკაშვილს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, თანაც საკუთარი ხარჯით.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს
გარდა ამისა, სპეციალური პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ არც ერთ მსჯავრდებულს არ შეუძლია წერილების გადაცემა მასთან შეხვედრაზე მისული პირისთვის და შესაბამისად, ეს შეზღუდვა მხოლოდ ექს-პრეზიდენტზე არ ვრცელდება.
ამავე დროს უწყებაში განმარტეს, რომ პირადი წერილების გამოტანა ადვოკატებსაც არ შეუძლიათ.
ადვოკატებს ციხის ფარგლებს გარეთ მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოტანა შეუძლიათ, ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე სააკაშვილის თანამოაზრეებსა და ადვოკატებს ხშირად გამოუტანიათ ექს-პრეზიდენტის წერილები, სადაც ის საზოგადოებას და მხარდამჭერებს მიმართავს. ხშირად სააკაშვილის ადვოკატებს ერთ დღეში მისი რამდენიმე წერილიც გაუსაჯაროებიათ.
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
ტიკარაძე: ყველაფერი გაკეთდება სააკაშვილის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ
ამ დროისთვის სააკაშვილი იმყოფება რუსთავის № 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ის 1 ოქტომბერს დაკავებისთანავე გადაიყვანეს. იმავე დღეს ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა.
გასულ კვირაში ექიმების კონსილიუმმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა, თუმცა სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და ამ დროისათვის ის ციხეში ორი განაჩენის საფუძველზეა მოთავსებული. მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0