პეკინის გამზირზე ავტომობილი დაიწვა

© photo: Sputnik / Stringerსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ნაგვის ურნებს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, პეკინის გამზირზე ხანძარი იყო, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი ნაგვის ურნებს გაუჩნდა და იქვე მდგარ ავტომობილზე გადავიდა.
ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები. ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყველა ახალი ამბავი
0