ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,02%-ით გაიზარდა და 100,81 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,51%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,74%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,23% მოგებით 106,44 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 103,11 პუნქტის ფასით, 4,72% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,17%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,29%-ით შემცირდა 101,42 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,76%-ს.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 4,69%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 15,4 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 115 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,0–16,1 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 3,45%-ით და ერთ აქციაზე 6,15 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 145 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,01–6,37 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 4,27%-ით გაიზარდა 15,62 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 111 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,0–16,86 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0