Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი საქართველოში – მეხუთე ტალღის დასაწყისი

გამოწერა
მიმდინარე წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ეპიდემიოლოგებმა საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადეს.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურებისკენ მიდის და ინფიცირების შემთხვევები იკლებს.
სექტემბრის შუა რიცხვებში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, ოქტომბრის დასაწყისიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში აღდგა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი, შემსუბუქდა კოვიდ-შეზღუდვები რესტორნებისთვის.
18 ოქტომბერს კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღის ნიშნები სახეზეა – კლინიკები კოვიდ-პაციენტებით გადატვირთულია, მომატებულია როგორ ინფიცირების, ისე ლეტალობის შემთხვევები.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების 95% ვაქცინირებული არ არის.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს, თუ როგორ იცვლებოდა ქვეყანაში ეპიდვითარება აგვისტოდან დღემდე.
ყველა ახალი ამბავი
0