ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© courtesy of Zaza Bugridze თუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
აღნიშნულ საავტომობილო გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლეჩური–ომალოს გზის მონაკვეთზე (10–72 კმ) რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვლისა და ყინვის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზის ფშაველი-ლეჩურის მონაკვეთზე (1–11 კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზა რთული რელიეფისა და კლიმატის გამო, როგორც წესი, ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში იხსნება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც თელავსა და მაღალმთიან სოფელ ომალოს აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრია.
ყველა ახალი ამბავი
0