შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ხილის წვენები: კატეგორიული აკრძალვა ცნობილი პედიატრისგან

© Pixabay / silviaritaხილის წვენი და ვიტამინები
ხილის წვენი და ვიტამინები - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ბავშვებისთვის ხილის წვენის მიცემით მშობლები უხეშ შეცდომას უშვებენ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
მისი თქმით, ბავშვებისთვის ხილის წვენების მიცემა რეკომენდებული არ არის და ამგვარ რჩევას ბოლო პერიოდში მსოფლიოს დიეტოლოგები აღარ იძლევიან.

„მე ალბათ საშინლად გაგაოცებთ, მაგრამ ბავშვებს ხილის წვენები არ უნდა მისცეთ. საქმე ისაა, რომ როცა ბავშვს ხილის წვენს ვაძლევთ, ის ფაქტობრივად იღებს ძალიან ტკბილ წყალს, რომელშიც, რაღა თქმა უნდა, სადღაც არის ვიტამინი C, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბავშვი არ იღებს იმ უამრავ სარგებელს, რომლებიც სწორედ ხილის რბილობშია“, — აცხადებს პედიატრი.

მისი თქმით, „ნებისმიერი ხილის წვენი — ეს კონცენტრირებული ნახშირწყლებია, შაქარია, რომლებსაც მერე რაღაც უნდა მოუხერხდეს“.
სპეციალისტის თქმით, ჯობს ბავშვს ხუთი ვაშლი აჭამოთ, ვიდრე ამ ხუთი ვაშლიდან გამოწურული წვენი დაალევინოთ.
ბავშვები თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2018
მშობლებო, ნუ მიბაძავთ ველურებს! – დოქტორი კომაროვსკი გირჩევთ
„რაღა თქმა უნდა, ბავშვებს ვაშლის ღრღნას წვენის სმა ურჩევნიათ, მაგრამ ჯანმრთელობისა და კუჭ-ნაწლავისთვის რეალური სარგებლის თვალსაზრისით, დაბეჯითებით გირჩევთ, ყოველთვის, როცა შესაძლებელია, შეუცვალოთ ბავშვს წვენი მთლიანი ხილით“, — ამბობს ცნობილი პედიატრი.
რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ხილის ჭამა, ექიმი გვირჩევს, რომ წვენის ნაცვლად ხილის პიურე მივცეთ.
თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როცა ბავშვს შეიძლება ხილის წვენი დავალევინოთ. მაგალითად, როდესაც ბავშვს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს, წყალში 1:2-ზე გაზავებული ვაშლის წვენი ნებისმიერ წვეთოვანს სჯობს.
Coca-Cola  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
პედიატრი: ცუდს კოკა-კოლაში ვერ ვხედავ ერთის გარდა...
„მაგრამ ეს მხოლოდ მწვავე ინფექციების დროს, როდესაც საქმე სითხის პათოლოგიურ ნაკლებობასთან გვაქვს“, — განმარტავს კომაროვსკი.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური