მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერდოღანმა გადაიფიქრა დასავლეთის ქვეყნების ელჩების გაძევება

© AP Photo / Mustafa Kamaciრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
10 ქვეყნის საელჩოებმა ადრე მოუწოდეს თურქეთს, გაათავისუფლოს უფლებადამცველი ოსმან კავალა.
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ 10 ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებული დიპლომატიური კრიზისი დასრულებულია, იუწყება РИА Новости.
ორშაბათს აშშ-ს საელჩო და სხვა საელჩოები გამოვიდნენ განცხადებებით, სადაც დაადასტურეს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულება ვენის კონვენციის შესაბამისად.
„ზოგიერთი ქვეყნის ელჩებმა პირდაპირ მიზანში ამოიღეს ჩვენი სუვერენიტეტი. ასეთი განცხადება არის დიდი შეურაცხყოფა ჩვენი მოსამართლეებისა და ადვოკატებისთვის. თურქეთის სასამართლო არის დამოუკიდებელი და არ იღებს არავის ბრძანებებს. ამიტომ, ჩვენი ვალია პასუხი გავცეთ ასეთ შეურაცხყოფას. ჩვენ არ ვაპირებთ კრიზისის შექმნას, მაგრამ გვინდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უფლებები, ინტერესები და ღირსება. და დღეს საელჩოების განცხადებების შემდეგ სიტუაცია უკან შემობრუნდა“, - განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
მისივე თქმით, მას სწამს, რომ ელჩები „ამიერიდან უფრო ყურადღებიანი და ფრთხილი იქნებიან თურქეთის შესახებ განცხადებების გაკეთების დროს".
„ვინც პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, აქ ვერ დარჩება, მისი ტიტულის მიუხედავად“, - დასძინა თურქეთის ლიდერმა.
10 ქვეყნის - კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, შვედეთის და შეერთებული შტატების საელჩოებმა ადრე მოუწოდეს თურქეთს, გაათავისუფლოს უფლებადამცველი ოსმან კავალა. ამის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ამ ქვეყნების ელჩების გაწვევა, მათ შეახსენეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დაცვის აუცილებლობა. ერდოღანმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ მან დაავალა საგარეო საქმეთა მინისტრს, სასწრაფო ზომები მიიღოს ამ 10 ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების უზრუნველსაყოფად.
ცისფერი მეჩეთი სტამბოლში - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
მსოფლიო დღეს
თურქეთი დიპლომატიური კრიზისის ზღვარზეა - ექს-პრემიერის გამაფრთხილებელი განცხადება
ოსმან კავალა არის ცნობილი თურქი უფლებადამცველი, კულტურული ფონდის Anadolu Kültür AŞ-ის დამფუძნებელი, რომელიც, მათ შორის მხარს უჭერს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პროექტებს, რომელთაც ხშირად საერთაშორისო მიმართულება ახასიათებს, მათ შორის ეს ეხება თურქი და სომეხი მოსახლეობის შერიგებას და „ქურთული საკითხის“ მშვიდობიან გადაჭრას.
2020 წლის თებერვალში თურქეთის სასამართლომ მოუხსნა კავალას ბრალდება, რომელიც ეხებოდა მთავრობის დამხობის მცდელობასთან კავშირს 2013 წელს სტამბოლის პარკ გეზიში საპროტესტო აქციების დროს, მაგრამ იმავე დღეს სტამბოლის პროკურატურამ მისი დაპატიმრების ახალი ორდერი გასცა. კავალას წაუყენეს ახალი ბრალდება, ამჯერად 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მიღებაში.
ყველა ახალი ამბავი
0