„ორსულობის ჰორმონები ჩემი ქმრის წინააღმდეგ“ – ალექსანდრა პაიჭაძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოაჩინა საყვარელი მამაკაცი, რომლისგანაც შვილს ელოდება, „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი ორსულობის ჰორმონების და საყვარელი მამაკაცის ურთიერთობაა აღწერილი.
ვიდეოს ცნობილი მომღერლის Pink-ის კომპოზიცია True Love ადევს ფონად, სადაც ქალის ერთი დღეა აღწერილი, და ის, თუ როგორ ეცვლება რადიკალურად განწყობა ორსულობის ჰორმონების გამო ქმრის მიმართ.
როგორც ჩანს, ალექსანდრას და მისი მამაკაცის ურთიერთობაც ამ ეტაპზე ასეთია. წყვილი, მოდელის თქმით, ერთად უკვე ორი წელიწადია ცხოვრობს, თუმცა ბიზნესმენ დავით კოდუას შესახებ საზოგადოებამ აქამდე მხოლოდ ის იცოდა, რომ მას ჰყავს ოჯახი, ცოლი და ოთხი შვილი.
ალექსანდრას თქმით, ბიზნესმენი უკვე დიდი ხანია ცოლთან აღარ ცხოვრობს და ისინი დაქორწინებასაც გეგმავენ. წყვილი გოგონას ელოდება. ალექსანდრას უკვე ჰყავს 10 წლის ვაჟი დემეტრე ხატიაშვილი პირველი ქორწინებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0