ეჭვმიტანილები არიან ტყისთვის ცეცხლის წაკიდებაში: თურქეთში რუსეთის შვიდი მოქალაქე დააკავეს

© Sputnik / Federal Forestry Agency / გადასვლა მედიაბანკშიტყის ხანძარი
ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ანტალიაში შვიდი რუსი ტურისტი დააკავეს, რომლებიც ტყისთვის ცეცხლის წაკიდებაში არიან ბრალდებული, იუწყება РИА Новости რუსეთის გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით.

„გენერალური საკონსულო ადასტურებს 23 ოქტომბერს თურქი სამართალდამცველების მიერ რუსი ტურისტების ჯგუფის დაკავების ფაქტს, რომლებიც ანტალიის შემოგარენში „ლიკიის ბილიკზე“ აწყობდა ლაშქრობას. ადგილობრივ ჟანდარმერიაში მიღებული ცნობით, რუსეთის შვიდი მოქალაქე ჩაღლარჯის რაიონში ტყის მასივისთვის ცეცხლის წაკიდებაში არის ეჭვმიტანილი“. — განუცხადა სააგენტოს რუსული დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, 24 ოქტომბერს სასამართლოს სხდომა გაიმართა, რომელზეც, კანონის თანახმად, რუსეთის მოქალაქეები სახელმწიფო ადვოკატებითა და კვალიფიციური თარჯიმნით იყვნენ უზრუნველყოფილი.
„მიუხედავად ადვოკატების შუამდგომლობისა, სასამართლომ გადაწყვიტა, ინციდენტის გამოძიების პერიოდში პატიმრობაში დატოვოს რუსეთის მოქალაქეები“, — განმარტა დიპლომატმა.
ამასთან აღნიშნა, რომ გენერალურმა საკონსულომ უკვე გაუგზავნა ადგილობრივ ხელისუფლებას მოთხოვნა, მიაწოდოს ოფიციალური ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების დაკავების ფაქტზე და ამასთან უზრუნველყოს დაკავებულებთან საკონსულოს წარმომადგენლების შეხვედრა.
ყველა ახალი ამბავი
0