https://sputnik-georgia.com/20211025/tbiliselebi-azerbaijanis-kinematografiis-siaxleebs-gaecnobian-261482072.html
თბილისელები აზერბაიჯანის კინემატოგრაფიის სიახლეებს გაეცნობიან
თბილისელები აზერბაიჯანის კინემატოგრაფიის სიახლეებს გაეცნობიან
Sputnik საქართველო
მაყურებლები გაეცნობიან მეზობელი ქვეყნის თანამედროვე კინოწარმოებას, მის აქტუალურ კონტენტს და ესთეტიკურ თავისებურებებს 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T22:11+0400
2021-10-25T22:11+0400
2023-08-17T19:45+0400
ახალი ამბები
კავკასია
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249559624_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_9b7823df6a5d44682b1edac3acd918c6.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანელი რეჟისორის, ასიფ რუსტამოვის ფილმის „მდინარეზე“ ჩვენება თბილისის „კავკასიის სახლში“ სამშაბათს, 26 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.ღონისძიება საშუალებას მისცემს მაყურებელს გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას მეზობელ ქვეყანაში წარმოებულ კინოპროდუქციაზე, მის შინაარსობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებზე, აღნიშნავენ ორგანიზატორები.19 ოქტომბერს „კავკასიის სახლში“ გაიმართა ელვინ ადიგოზელის და რუსტამ ჰასანოვის ფილმ „ქამელეონის“ ჩვენება. ხოლო ივლისში მაყურებლებს თანამედროვე სომხური კინოს ნიმუშები შესთავაზეს.ყველა ჩვენება მიმდინარეობს პროექტ „კულტურის კალენდრის“ ფარგლებში. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი დროდადრო ისევ შესთავაზებს კინომოყვარულებს მსგავს სეანსებს რეგიონული კინოკულტურის გასაცნობად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1c/249559624_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_64f89b4120712c5808a83c144199903e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, კავკასია, საქართველო, კულტურა საქართველოში
თბილისელები აზერბაიჯანის კინემატოგრაფიის სიახლეებს გაეცნობიან
22:11 25.10.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) მაყურებლები გაეცნობიან მეზობელი ქვეყნის თანამედროვე კინოწარმოებას, მის აქტუალურ კონტენტს და ესთეტიკურ თავისებურებებს
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანელი რეჟისორის, ასიფ რუსტამოვის ფილმის „მდინარეზე“ ჩვენება თბილისის „კავკასიის სახლში“ სამშაბათს, 26 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების
Facebook-გვერდზე.
ღონისძიება საშუალებას მისცემს მაყურებელს გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას მეზობელ ქვეყანაში წარმოებულ კინოპროდუქციაზე, მის შინაარსობრივ და ესთეტიკურ თავისებურებებზე, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ფილმი „მდინარეზე“ პატარა ქალაქის ნიჩბოსანთა გუნდის მწვრთნელის, ალის შესახებ მოგვითხრობს. ალის ცოლის მიტოვება და საყვარელთან ახალი ცხოვრების დაწყება სურს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებისგან ვაჟი აკავებს. ვაჟი, რუსლანი, ნიჩბოსანთა გუნდის წევრია და დაძაბული ურთიერთობა აქვს მამასთან, რადგან მის დიდ მოლოდინებს ვერ ამართლებს და საყვედურებს იღებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრის წინ კი ალი ვაჟს გუნდიდან აგდებს. რუსლანის კვალი ამის შემდეგ იკარგება…
19 ოქტომბერს „კავკასიის სახლში“ გაიმართა ელვინ ადიგოზელის და რუსტამ ჰასანოვის ფილმ „ქამელეონის“ ჩვენება. ხოლო ივლისში მაყურებლებს თანამედროვე სომხური კინოს ნიმუშები შესთავაზეს.
ყველა ჩვენება მიმდინარეობს პროექტ „კულტურის კალენდრის“ ფარგლებში. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი დროდადრო ისევ შესთავაზებს კინომოყვარულებს მსგავს სეანსებს რეგიონული კინოკულტურის გასაცნობად.