https://sputnik-georgia.com/20211025/saqartvelos-premier-ministri-cven-msvidobiani-aqcia-unda-cavatarot-261480496.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ჩვენ დიდი მშვიდობიანი აქცია უნდა ჩავატაროთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ჩვენ დიდი მშვიდობიანი აქცია უნდა ჩავატაროთ
Sputnik საქართველო
ეს არ იქნება კონტრაქცია, ეს იქნება ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია, განაცხადა პრემიერმა 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T20:56+0400
2021-10-25T20:56+0400
2021-10-26T00:33+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260147044_0:250:2401:1600_1920x0_80_0_0_b38aeff738bc1da1eaf2c03d091eca32.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის მიზანი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებაა, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. პირველი ტურის შედეგად „ქართული ოცნება“ ემზადება მეორე ტურის ჩასატარებლად 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მმართველი პარტიის კანდიდატების კონკურენტები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.პრემიერი თქმით, ეს არ იქნება კონტრაქცია, არამედ იქნება ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია.„გავიგე, რომ ოპოზიციონერების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს არის კონტრაქცია. ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.14 ოქტომბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი მასშტაბური აქცია გამართა. არაოფიციალური მონაცემებით, აქციაში მონაწილეობა მიიღო 50 ათასამდე ადამიანმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260147044_40:0:2173:1600_1920x0_80_0_0_12a844ec2cc9af80f25a8d11ec941d19.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი: ჩვენ დიდი მშვიდობიანი აქცია უნდა ჩავატაროთ
20:56 25.10.2021 (განახლებულია: 00:33 26.10.2021) ეს არ იქნება კონტრაქცია, ეს იქნება ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის მიზანი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებაა, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. პირველი ტურის შედეგად „ქართული ოცნება“ ემზადება მეორე ტურის ჩასატარებლად 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მმართველი პარტიის კანდიდატების კონკურენტები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სურვილი და ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ და ჩვენი ყველა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ახლა არ არის მოდუნების დრო. ვიცი, რომ ყველას, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს სჯერა, რომ ამ არჩევნებს, მეორე ტურებს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძლიერი მოგება და ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით მოვიგოთ არჩევნები. სწორედ ამ მიზნით უნდა ჩავატაროთ დიდი, მშვიდობიანი აქცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი თქმით, ეს არ იქნება კონტრაქცია, არამედ იქნება ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია.
„გავიგე, რომ ოპოზიციონერების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს არის კონტრაქცია. ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
14 ოქტომბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი მასშტაბური აქცია გამართა. არაოფიციალური მონაცემებით, აქციაში მონაწილეობა მიიღო 50 ათასამდე ადამიანმა.