https://sputnik-georgia.com/20211025/saavadmyofo-30wlis-ganmavlobasi-sasmelad-iyenebd-tualetis-wyals-261475557.html
სავალალო შეცდომა: საავადმყოფო 30 წლის განმავლობაში იყენებდა სასმელად ტუალეტის წყალს
სავალალო შეცდომა: საავადმყოფო 30 წლის განმავლობაში იყენებდა სასმელად ტუალეტის წყალს
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკას უნივერსიტეტის საავადმყოფო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდა სასმელად ტუალეტის წყალს, რაც ახლაღა... 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T17:23+0400
2021-10-25T17:23+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
საზოგადოება
შემთხვევები
იაპონია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250094195_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_016e50dfae90e535b592ccd34879b430.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკას უნივერსიტეტის საავადმყოფო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდა სასმელად ტუალეტის წყალს, რაც ახლაღა შენიშნეს, იუწყება გამოცემა Breaking Latest News.გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კორპუსის წყალმომარაგების სისტემა შეცდომით მიუერთეს ჭას, რომელშიც ტუალეტებში ჩარეცხილი წყალი გროვდებოდა. ეს ჯერ კიდევ 1993 წელს მოხდა, როდესაც საავადმყოფო აშენდა. შეცდომა მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც სპეციალურმა ინსპექციამ კორპუსის დათვალიერება დაიწყო ახალი შენობის აგების წინ.ანგარიშის თანახმად, საავადმყოფო კვირაში ერთხელ ამოწმებდა წყლის ფერს, გემოსა და სუნს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე წყლის ხარისხთან და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არცერთი პრობლემა და საფრთხე არ დაფიქსირებულა.საავადმყოფოს პასუხისმგებელმა თანამშრომელმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, უნივერსიტეტს 105 შენობა აქვს, რომლებსაც უბრალოდ გაფილტრული ჭის წყალი მიეწოდება და ახლა ინსპექცია შეამოწმებს, სწორედ არის თუ არა შეერთებული მილსადენები.
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250094195_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_46766564cff1b4b20e4bc6957903c993.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, იაპონია , მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, შემთხვევები, იაპონია , მსოფლიოს ახალი ამბები
სავალალო შეცდომა: საავადმყოფო 30 წლის განმავლობაში იყენებდა სასმელად ტუალეტის წყალს
17:23 25.10.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ ოსაკას უნივერსიტეტის საავადმყოფო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებდა სასმელად ტუალეტის წყალს, რაც ახლაღა შენიშნეს, იუწყება გამოცემა
Breaking Latest News. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კორპუსის წყალმომარაგების სისტემა შეცდომით მიუერთეს ჭას, რომელშიც ტუალეტებში ჩარეცხილი წყალი გროვდებოდა. ეს ჯერ კიდევ 1993 წელს მოხდა, როდესაც საავადმყოფო აშენდა.
„შეცდომას ოცდაათი წლის განმავლობაში ვერ აჩნევდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში კლინიკის თანამშრომლებიცა და პაციენტებიც ტუალეტის დაბინძურებულ წყალს იყენებდნენ სასმელადაც, ხელების დასაბანადაც და სავლებადაც. უბრალოდ გაფილტრული წყალი საავადმყოფოს 120 ონკანში მოდიოდა“, - ნათქვამია სტატიაში.
შეცდომა მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც სპეციალურმა ინსპექციამ კორპუსის დათვალიერება დაიწყო ახალი შენობის აგების წინ.
ანგარიშის თანახმად, საავადმყოფო კვირაში ერთხელ ამოწმებდა წყლის ფერს, გემოსა და სუნს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე წყლის ხარისხთან და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არცერთი პრობლემა და საფრთხე არ დაფიქსირებულა.
საავადმყოფოს პასუხისმგებელმა თანამშრომელმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, უნივერსიტეტს 105 შენობა აქვს, რომლებსაც უბრალოდ გაფილტრული ჭის წყალი მიეწოდება და ახლა ინსპექცია შეამოწმებს, სწორედ არის თუ არა შეერთებული მილსადენები.