რა ხდება სუდანში: დედაქალაქი ბლოკირებულია, მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა - ვიდეო

გამოწერა
სუდანის დედაქალაქი ხარტუმი ორშაბათს დილის საათებიდან არმიამ სრულად დაბლოკა. როგორც ტელეარხი Asharq იუწყება, დაკეტილია ქალაქის ყველა შესასვლელი, ხიდები და ცენტრალური ქუჩები. საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეწყვეტილია
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკა უცნობმა პირებმა შინაპატიმპრობაში აიყვანეს და ასევე დააკავეს კიდევ ოთხი მინისტრი. ყველა ეს ქმედება სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა განახორციელეს, რომლებსაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ.
ამ დროისათვის სამხედროებმა ალყა შემოარტყეს დედაქალაქის აეროპორტს და დაბლოკეს. ტელეარხ Al Arabiya-ს ცნობით, დიდმა ავიაკომპანიებმა ფრენები ორი დღის წინ გააუქმეს.
მოსახლეობა ქუჩებში გამოსვლას იწყებს სამოქალაქო ძალების მოწოდებაზე „შეაჩერონ სამხედრო ძალების მიერ ხელისუფლების უზურპაცია ქვეყანაში“. მომიტინგეები საბურავებს წვავენ და ლოზუნგებს ყვირიან.
ყველა ახალი ამბავი
0