ნიუ-იორკში ექვს ქართულ ფილმს აჩვენებენ

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
ნიუ-იორკის აუდიტორია ახალ ქართულ ფილმებს 5-7 ნოემბერს იხილავს.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ნიუ-იორკში Museum of the Moving Image ახალ ქართულ კინოს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ნიუ-იორკში წარდგენილი იქნება ფილმები: დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი", ალექსანდრე კობერიძის „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული", სალომე ჯაშის „მოთვინიერება", ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?", თამარ შავგულიძის „კომეტები" და კეკო ჭელიძის „მკვდარი სულების არდადეგები".
აუდიტორია ექვს ახალ ქართულ ფილმს 5-7 ნოემბერს იხილავს.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაჩვეულებრივი ქართული ფილმები იყო წარმოდგენილი საერთაშორისო სცენაზე. ფილმების მრავალფეროვნება არის გასაოცარი და იმსახურებენ, რომ იყვნენ ყურადღების ცენტრში", – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Museum of the Moving Image – არის მედიამუზეუმი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-იორკში. მუზეუმი, რომელიც 1988 წელს გაიხსნა, ორიენტირებულია კინოს, ტელევიზიისა და ციფრული მედიის ხელოვნებაზე. ის აგროვებს და ინახავს მოძრავ სურათთან დაკავშირებულ არტეფაქტებს. მუზეუმში ხშირად იმართება დისკუსიები ახალი ფილმების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0