https://sputnik-georgia.com/20211025/narkani-sesazloa-aftiaqebsi-ureceptod-gaiyidos-261479840.html
„ნარკანი“ შესაძლოა აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიყიდოს
„ნარკანი“ შესაძლოა აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიყიდოს
Sputnik საქართველო
„ნარკანი“ არის პრეპარატი, რომელსაც ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევაში ლეტალობის თავიდან ასაცილებლად იყენებენ. 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T20:30+0400
2021-10-25T20:30+0400
2021-10-26T00:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286413_0:114:3237:1935_1920x0_80_0_0_138f8ff80063aac57ba53e336d2f37c8.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ „ნარკანის“ რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.„ნარკანი“ არის პრეპარატი, რომელსაც ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვვეაში ლეტალობის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის“ დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკების მოხმარება საერთოდ არ ხდებოდეს.პარლამენტის ცნობით, გადაწყვეტილება ამ რეკომენდაციის გაცემის თაობაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.საბჭოს სამუშაო შეხვედრას იმ პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ნარკოპოლიტიკის ფორმატში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252286413_253:0:2984:2048_1920x0_80_0_0_1dd4860541dd079b55233f9f76e0b64f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ჯანდაცვა საქართველოში
„ნარკანი“ შესაძლოა აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიყიდოს
20:30 25.10.2021 (განახლებულია: 00:25 26.10.2021) „ნარკანი“ არის პრეპარატი, რომელსაც ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვევაში ლეტალობის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პრეპარატ „ნარკანის“ რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ
ინფორმაციაში.
„ნარკანი“ არის პრეპარატი, რომელსაც ნარკოტიკების ზედოზირების შემთხვვეაში ლეტალობის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.
„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ნარკოტიკების ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში, რათა დაზღვეული იყოს ლეტალური შემთხვევები, საჭირო მოხმარების პრეპარატი ე.წ. ნარკანი ხელმისაწვდომი იყოს ყველა აფთიაქში და ის რეცეპტის გარეშე გაიცემოდეს. ვფიქრობ, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ ზედოზირების მოხმარების შემთხვევაში ქვეყანაში შემცირდეს ლეტალობის შემთხვევები“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ საუკეთესო გამოსავალია არა მხოლოდ „ნარკანის“ დროულად მოხმარება, არამედ ის, რომ ნარკოტიკების მოხმარება საერთოდ არ ხდებოდეს.
პარლამენტის ცნობით, გადაწყვეტილება ამ რეკომენდაციის გაცემის თაობაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
საბჭოს სამუშაო შეხვედრას იმ პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ნარკოპოლიტიკის ფორმატში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში.