Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„13 წლიდან ვმუშაობ“ - რატომ ყიდდა მეგან მარკლი იოგურტს?

© AP Photo / Steve Parsonsმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
გამოწერა
მეგან მარკლმა ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა მშობლების ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას და გაიხსენა მძიმე ბავშვობა, რომლის გამოვლაც თავად მოუწია.
პრინც ჰარისთან რომანამდე მეგან მარკლი ცნობილი იყო, როგორც ჰოლივუდის მსახიობი. იგი ითვლებოდა ამომავალ ვარსკვლავად და ახალბედა ნიჭიერ არტისტად. მეგანის მამა თომას მარკლი ითვლება განათების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად.
მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
მეგან მარკლის პერსონალური მწვრთნელი მოჰყვა, თუ როგორ დაიკლო წონაში ჰერცოგინიამ
ამ სფეროში თომას მარკლს მიღებული აქვს ემის ორი ჯილდო რეკორდსმენ სერიალ General Hospital-ზე მუშაობისთვის, რომელიც 1963 წლიდან გამოჩნდა ეკრანებზე. სხვათა შორის, ფილმში არის პატარა კადრიც, სადაც ახალგაზრდა მეგანი ჩანს, ის კამეოს როლს ასრულებს. გამოდის, რომ მეგანის კარიერაში პირველი ნაბიჯები ნაწილობრივ მამის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, ოჯახი ყოველთვის მოკრძალებულად ცხოვრობდა.
ერთ-ერთ ბოლო წერილში მეგანმა ისაუბრა დედობის გამოცდილებაზე, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მნიშვნელობაზე, ახალგაზრდა მშობლების დახმარებაზე და ასევე გაიხსენა, რომ მას თავად ჰქონდა რთული ბავშვობა. ფინანსური პრობლემების გამო სწავლა და მუშაობა ერთდროულად უწევდა.

„13 წლიდან ვმუშაობ და სულ ვცდილობდი, რომ ფული დამეზოგა. ბინის, საწვავისა და ყოველდღიურ ხარჯებს თავად ვუმკლავდებოდი და ამისთვის ბევრი შრომა დამჭირდა. ვიცოდი, რომ ჩემი მშობლებიც ბევრს მუშაობდნენ, მაგრამ ბავშვობაში კაფეში წასვლა და ხუთდოლარიანი სალათის ჭამა ჩემთვის ფუფუნება იყო“, – იხსენებს მეგანი.

მიუხედავად ამისა, მშობლებმა მეგანის განათლებისთვის ფული არ დაზოგეს და იზრუნეს, რომ მას სწავლა გაეგრძელებინა. 18 წლის ასაკში გოგონა ჩაირიცხა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში თეატრისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მეგანმა ადრეული ასაკიდანვე გააცნობიერა გაჭირვებულთა დახმარების მნიშვნელობა. იგი არა მხოლოდ მუშაობდა, სწავლობდა და მონაწილეობას იღებდა სერიალების გადაღებებში, არამედ ამ ყველაფერთან ერთად მოხალისეობასაც ახერხებდა. ის მუშაობდა ასისტენტად ტიპოგრაფიაში, სწავლობდა კალიგრაფიას, წერდა მოსაწვევებს ქორწილებსა და წვეულებებზე და გარკვეული პერიოდი იოგურტის გამყიდველიც კი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0