Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.942-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 694.182-ს მიაღწია.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.942 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 704 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 438, კახეთი – 253, ქვემო ქართლი – 130, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 129, აჭარა- 93, შიდა ქართლი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 48, გურია – 33, მცხეთა-მთიანეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
46 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.650 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 635.611-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 46 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.788-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 48.757 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.166 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.362, იმერეთში – 1.263, აჭარაში – 501.
1.549 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 318 პირი, მათგან თბილისში – 173, აჭარაში – 34, იმერეთში – 33. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.022 ადამიანი, მათ შორის 595 – თბილისში, 222 – აჭარაში. 41.569 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – სამი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39.329 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.942-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 694.182-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0