ფეხბურთელი, პოლიტიკოსი, მილიონერი: კახა კალაძის ბიოგრაფია

© press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე ამომრჩეველთან შეხვედრაზე
კახა კალაძე ამომრჩეველთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
კალაძე – ეს ის შემთხვევაა, როდესაც სპორტსმენმა საფეხბურთოდან პოლიტიკურ მინდორზე იღბლიანად გადაინაცვლა.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობისთვის მეორე ტურში მონაწილეობს. პირველ ტურში გამარჯვებისთვის მას ხმების 5% არ ეყო.
43 წლის ყოფილი ფეხბურთელი უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია – ის უკვე ათ წელზე მეტია, აქტიურ პოლიტიკაშია.
კალაძე - დასაწყისი
კალაძე 1978 წლის 27 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა. ფეხბურთით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული. 11 წლისამ თამაში მშობლიური ქალაქის „ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო.
16 წლის კალაძე თბილისის „დინამოში" გადავიდა. მის დროს გუნდმა 1993-1998 წლებში საქართველოს ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო.
უმაღლესი განათლება კახა კალაძემ თბილისში მიიღო. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, თუმცა პროფესიით არ უმუშავია და უპირატესობა საფეხბურთო კარიერას მიანიჭა.
კალაძემ 1998 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს კიევის „დინამოსთან". მისმა გუნდმა სამ წელიწადში სამჯერ მოიგო უკრაინის პრემიერ-ლიგა და ქვეყნის თასი.
2001 წელს კალაძე იტალიაში „მილანის" ფეხბურთელი ხდება. ამით ის ყველაზე ძვირ ქართველ ფეხბურთელად იქცა, რადგან "მილანმა" მისი ტრანსფერისთვის კიევის „დინამოს" 16 მილიონი ევრო გადაუხადა. „მილანის" შემადგენლობაში კალაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ გუნდში თამაშის პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატი „არმანისა“ და „ფერარის" სახე გახდა.
© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიФутболист "Милана" Каха Каладзе
Футболист Милана Каха Каладзе - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
Футболист "Милана" Каха Каладзе
საფეხბურთო კარიერის პარალელურად კალაძემ ბიზნესს მიჰყო ხელი. 2007 წელს მან დააარსა საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი", ხოლო 2008 წელს ქართული „პროგრეს ბანკის" სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. იმავე წელს გაჩნდა მისი საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი".
2010 წელს კალაძე „მილანიდან" მეორე იტალიურ კლუბ „ჯენოაში" გადავიდა, სადაც კარიერის დასრულებამდე — 2012 წლამდე ითამაშა.
კალაძე პოლიტიკაში
2011 წელს კალაძე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო. ის გახდა პარტია „ქართული ოცნების" წევრი, რომლის დამაარსებელია მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს მან მოიგო არჩევნები სამტრედიის მაჟორიტარულ ოლქში და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.
© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
Каха Каладзе - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
კახა კალაძე
კალაძე 2017 წელს დედაქალაქის მერი გახდა და თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა (ხმების 51,13%).
ოჯახი
თბილისის მერობის კანდიდატი დაქორწინებულია ყოფილ მოდელზე, დიზაინერ ანუკი არეშიძეზე. წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს – ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლასი. აქედან სამი მილანში დაიბადა, ხოლო ნიკოლასი – პარიზში.
© Instagram / kakhakaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე ვაჯებთან ერთად
Каха Каладзе и Ануки Арешидзе с сыновьями - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ვაჯებთან ერთად
კალაძის ქონება
გარდა იმისა, რომ კალაძე წარმატებული ფეხბურთელი და პოლიტიკოსია, ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. დეკლარაციის თანახმად, 2021 წლის დასაწყისში მის ანგარიშზე იყო დაახლოებით 4,6 მლნ დოლარი და 3,7 მლნ ევრო.
© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
Каха Каладзе с супругой Ануки Арешидзе - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კალაძეს აქვს რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი არა მარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. გარდა ამისა, აქვს რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი, მათ შორის Mercedes BENZ G, TOYOTA CAMRY, SMART BRABUS, ასევე ოთხი მოტოციკლი HARLEY DAVIDSON.
მის კოლექციაშია ცნობილი ქართველი მხატვრების – ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის რამდენიმე ნახატი. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 245 ათასი დოლარია.
ყველა ახალი ამბავი
0