კალაძე: ლისის ფერდზე მიწის ჩამოშლასთან დაკავშირებით საპანიკო არაფერია

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრული ზონა ვაშლიჯვარში
მეწყრული ზონა ვაშლიჯვარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
ლისის ფერდზე, სადაც მიწის მცირე ნაწილი ჩამოიშალა, უკვე იმყოფებოდნენ კონსტრუქტორები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა და გამაგრების პროექტზე მუშაობა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ლისის ფერდზე მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით საპანიკო არაფერია, პრობლემის მოსაგვარებლად ჩართული არიან შესაბამისი სამსახურები, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდის ჩამოშლის შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ გაავრცელა. გავრცელებული ცნობით, მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი მიმდებარედ არსებული სამშენებლო სამუშაოებია.
კალაძის განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო კომპანია უკვე დაჯარიმდა და სამუშაოები შეჩერებულია.
„ეს იყო სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანებული. ამ ადგილს საერთოდ კავშირი არ აქვს იმ კონკრეტულ სივრცესთან, სადაც ჩვენ გარკვეული სამუშაოები ვაწარმოეთ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ საპანიკო არ არის. არანაირი პრობლემა არ იქნება", - აღნიშნა კალაძემ.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ლისის ფერდზე დღეს გეოლოგები მივლენ. ვითარების შესასწავლად ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კონსტრუქტორები, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მდგომარეობის შესწავლა და გამაგრების პროექტზე მუშაობა. უწყების ცნობით, ადგილზე წარმოებული მშენებლობა მუნიციპალურმა ინსპექციამ ერთი კვირის წინ შეაჩერა.
ყველა ახალი ამბავი
0