„სახლში დავბრუნდები და ჩემი სიყვარული აღარ ჩამეხუტება“ – ინგა გრიგოლიას ემოციური პოსტი

© Facebook / Inga Grigoliaინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
ცნობილ ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას საყვარელი ძაღლი მოუკვდა. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ემოციური ტექსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გაუსაძლისია იმ სახლში მისვლა, რომელიც ცარიელია.

„მართლა ყველაზე დიდი ცხოველი ყოფილა ადამიანი - საკუთარ თავზე ვსაუბრობ, დღეს რომ აქ ვარ და გადაცემაზე ვსაუბრობ. დღეს მექნება პირველი საღამო, როცა სამსახურიდან სახლში დავბრუნდები და ჩემი სიყვარული აღარ შემხვდება და აღარ ჩამეხუტება. უკვე იმ ჭკუაზე ვარ, სახლი გავყიდო, სადაც სრული სიცარიელეა გუშინდელს მერე“, - წერდა ჟურნალისტი.

ინგა გრიგოლიას შავი ლაბრადორი სახელად „ბობო“ ჰყავდა, რომელიც 28 დეკემბერს 9 წლის გახდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0