როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში: ახალი სტატისტიკა

© Facebook / Ministry of Economy and Sustainable Developmentსაწარმოს ტერიტორია
საწარმოს ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. 2021 წლის სექტემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 19,5%-ით, მათ შორის სურსათზე – 18,1%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 1,9%-ით შემცირდა.
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია – სტატისტიკის ახალი მონაცემები
მიმდინარე წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 2,3%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე სექტემბერში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,0%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 40%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 19,9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 21,2%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,7%-ით გაიზარდა.
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2020
საქართველოში ექსპორტ–იმპორტი ვარდნას განაგრძობს
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 20,9%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 18,7%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 32,4%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 57%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 20%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 20,4%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის სექტემბერში 12,3% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 15,9%-ით გაიზარდა. სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0