„მინდა ბოდიში მოგიხადოთ“ - ვისთან გრძნობს თავს დამნაშავედ ალექსანდრა პაიჭაძე?

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
მას შემ­დეგ, რაც მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი და დათო კო­დუ­ას რო­მა­ნის შე­სა­ხებ ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მო­დე­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის გარ­შე­მო სკან­და­ლი არ ნელ­დე­ბა.
რამდენიმე დღის წინ მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ საყვარელი მამაკაცის ვინაობა გაამხილა და საზოგადოებამ გაიგო, რომ ის და ბიზნესმენი დათო კოდუა მალე პირველი საერთო შვილის მშობლები გახდებიან, თუმცა ამ სასიხარულო ამბის პარალელურად, მოდელი სკანდალში გაეხვა და საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურა.
გაუგებრობა ალექსანდრა პაიჭაძის მიერ დავით კოდუას ყოფილი ცოლის მისამართით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რის გამოც მოდელი ბევრმა საჯაროდ გააკრიტიკა. მათ საპასუხოდ ალექსანდრამ რამდენიმე მწვავე სტატუსი გამოაქვეყნა, თუმცა დღეს ის ქალებს ბოდიშს უხდის.

„ჩემო ძვირფასო ქალებო და გოგონებო! უბრალოდ მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თუ ჩემმა დაუფიქრებელმა წინადადებამ, სიტყვამ, მოსაზრებამ, სტატუსმა, ფოტომ თქვენში მტკივნეული გრძნობები და ემოციები დაძრა და გამოაღვიძა! დიდი „ძვრების” პერიოდია და ყველას ჩვენებურად გადაგვაქვს. მოკლედ, ბოდიში! თუ ვინმეს ვაწყენინე, ნებით თუ უნებურად", - წერს ალექსანდრა პაიჭაძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე.

კოდუა ბევრი წელია ნათია გედევანიშვილზეა დაქორწინებული, ჰყავს ოთხი შვილი და, როგორც მისი მეუღლის სოციალური ქსელის აქტივობებიდან ჩანს, ამ ზაფხულს ერთადაც იმყოფებოდნენ დასასვენებლად ესპანეთში.
ყველა ახალი ამბავი
0