55.555 ლარი და საჯარო ბოდიში: მერობის კანდიდატები „მთავარი არხის" წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნების" ბანერი
ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
გასულ კვირაში ოპოზიციური ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კიდევ ერთმა, ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ შეიტანა სასამართლოში სარჩელი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" წინააღმდეგ.
ტელეკომპანიის ეთერში არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ვაჭარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენია.
ვაჭარაძე ტელეკომპანიისგან ასევე მოითხოვს ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას და 55.555 ლარს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

„ვიცით, რომ სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც გაჟღერდა მსგავსი ინფორმაცია, რაც საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება. საქმის მოგების შემთხვევაში თანხა გადაერიცხება საქველმოქმედო ფონდს", – განაცხადა ვაჭარაძემ ბრიფინგზე.

ოპოზიციური ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა. ვაჭარაძის მსგავსად ისიც მოითხოვს ცილისმწამებლური ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას და 55.555 ლარს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0