Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთერმოსკრინინგი
თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.436-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 692.240-ს მიაღწია.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.436 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.208 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 729, კახეთი – 539, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 235, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, აჭარა - 87, სამცხე-ჯავახეთი – 68, მცხეთა-მთიანეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.483 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 630.961-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 43 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.742-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 51.511 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.041 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.256, იმერეთში – 1.288, აჭარაში – 496.
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
„კიდევ თვეები იქნება ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი“: მედიკოსები ეპიდვითარებას აფასებენ
1.490 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 309 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 28. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 957 ადამიანი, მათ შორის 529 – თბილისში, 218 – აჭარაში.
44.513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – სამი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38.487 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.436-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 692.240-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0