საქართველოს რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnikმატარებელი თბილისი-ბათუმი
მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
რკინიგზაზე მომხდარი დაზიანების გამო ოთხი მატარებელი სამი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია. განცხადებას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
შეფერხება შაბათს საღამოს ოთხ მიმართულებაზე: ზუგდიდი- თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისის მატარებლებზე სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზების გაწყვეტას მოჰყვა, რამაც რკინიგზის საკონტაქტო ხაზის დაზიანება და მატარებლების მოძრაობის შეჩერება გამოიწვია.
„ოპერატიულად ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა სრულად, ოთხივე მიმართულებით დაახლოებით სამ საათში განახლდა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, გაჩერებული მატარებლების მგზავრებისთვის კომპანიამ სასმელი წყლისა და საკვების მიტანა უზრუნველყო. თბილისში ჩამოსულ მგზავრებს სადგურში ავტობუსები დახვდათ, რომლებმაც მგზავრები სურვილისამებრ დანიშნულების ადგილამდე მიიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0