ლიზა ყენიას ახალი რჩეული ჰყავს - მომღერალი ფოტოებს აქვეყნებს

© Facebook / Liza Kenia ლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
ლიზა ყენიას პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებს ყოველთვის გულწრფელად პასუხობს
რამდენიმე დღის წინ მომღერალმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და კომენტარმაც არ დააყოვნა. „გვეღირსა?“ - უწერენ მომღერალს. რამდენიმე საათის წინ კი „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა რომანტიკული ფოტო წარწერით Endlessly (სამუდამო). უცნობია, ვინ არის ფოტოებზე ასახული მამაკაცი.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიზა ყენია გიგი ბააზოვს დაშორდა. შესაძლოა მომღერალი სწორედ მას შეურიგდა, ან ახალი სიყვარულის ობიექტი ჰყავს რომლის ვინაობასაც საზოგადოება ალბათ მალე გაიგებს.
ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ მარტო გადავიდა საცხოვრებლად. ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას შვილი 23 წლის არის და გარდა მომღერლობისა და მსახიობობისა, დიზაინერობას და კოსმეტიკის ხაზის მართვასაც ითავსებს.
ყველა ახალი ამბავი
0