დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ოქტომბერი

© Pixabay / gabicuzბეღურა ხის ტოტზე
ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 24 ოქტომბერია, კვირა. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ინტუიციის მინიშნებების მიმართ. ის ბევრ რთულ კითხვაზე პასუხის გაცემასა და არაერთმნიშვნელოვან სიტუაციებში ორიენტაციაში დაგვეხმარება. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის, ასევე ურთიერთობებისთვის, რომლებიც ბევრად უფრო ჰარმონიული გახდება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ოქტომბერი>>
ვერძი: შესაფერისი დღეა პატარ–პატარა საქმეების გაკეთებისთვის, რომლებისთვისაც მთელი კვირა ვერ მოიცალეთ. შეიძლება ადრე დაწყებული საქმის დამთავრება, საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა, დოკუმენტებში გასარკვევად. ჩვეული საქმეების კეთება მოსაწყენი არ იქნება. საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ – დღეს ფულის ხარჯვის დიდი ცდუნება გაქვთ, მაგრამ აჯობებს, თუ ზედმეტად არ დაიხარჯებით.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან
კურო: აჩქარება არ ღირს. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გააკეთოთ ის საქმეები, რომლებიც დიდ დროს, დეტალებისადმი ყურადღებასა და გონების მოკრებას მოითხოვს. კარგი დღეა ასევე სწავლისთვის, ადვილად იმახსოვრებთ ახალ ინფორმაციას, ენთუზიაზმით ეკიდებით რთულ ამოცანებს. შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ახლობლებთან. უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის.
ტყუპი: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ მშვიდად იფიქროთ რაღაც მნიშვნელოვან საკითხზე და მოქმედებების გეგმა შეადგინოთ. შენიშნავთ იმ შესაძლებლობას, რომელზეც აქამდე ყურადღება არ მიგიქცევით, მიხვდებით მიზნის მიღწევის უსწრაფეს მეთოდს. საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარება ჯერ არ ღირს. საჭირო იქნება დროის ოჯახური საქმეებისთვის დათმობა. შესაძლოა, ვინმეს თქვენი დახმარება დასჭირდეს.
კირჩხიბი: მშფოთვარე დღეა, მაგრამ სერიოზული სირთულეები არ გელოდებათ. რაღაც სიახლის გაგების გამო შეიძლება გეგმის შეცვლა დაგჭირდეთ, საქმის გადადება, რომლის გაკეთებასაც აპირებდით. მაგრამ ეს უფრო გაგახარებთ, ვიდრე გაგანაწყენებთ, რადგან რუტინული საქმეების შესრულებისგან თავის არიდების მიზეზი გექნებათ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები. დღის მეორე ნახევარი შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზებს უმზადებს.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: საუკეთესო დღეა, რომ მოაწესრიგოთ სახლი და არასაჭირო, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ. ასევე შეიძლება ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. გარშემომყოფები განსაკუთრებულად აქტიურობენ თქვენთვის რჩევების მოცემაში, მაგრამ თქვენ ბევრს არ უსმენთ და სწორადაც იქცევით. კარგი დღეა შეხვედრებისთვის და მათ შორის – რომანტიკული პაემნებისთვის. ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგებთ.
ქალწული: ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ მკვდარი წერტილიდან დაძრათ რაღაც რთული და მასშტაბური საქმე, წარმატებით დაასრულოთ პროექტი, რომელზეც ბოლო კვირები გამალებით მუშაობდით. არაა გამორიცხული, რომ თავი შეგახსენონ ადამიანებთა, რომლებთანაც ადრე ბევრს ურთიერთობდით. გექნებათ შესაძლებლობა, რომ გეგმები დააწყოთ. არავი ახდენს თქვენზე ზეწოლას. თავად შეძლებთ პრიორიტეტების განსაზღვრას.
სასწორი: გაგიჭირდებათ ემოციების გაკონტროლება, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. უმნიშვნელო მოვლენები, წვრილმანი შემთხვევები, რასაც ადრე ყურადღებას არ მიაქცევდით, ახლა სერიოზულად გეჩვენებათ და განერვიულებთ. წაგადგებათ რამე ახალი საქმიანობა. კარგი იქნება სერიოზული საკითხების განხილვის გადადება, მაგრამ სასიამოვნო თემებზე ლაპარაკი, თუნდაც უმნიშვნელოზე, გაგამხიარულებთ და თქვენს განწყობას წაადგება.
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები
მორიელი: მტკიცე მოქმედებების წყალობით შესანიშნავშედეგებს მიიღებთ, შეძლებთ რთული საკითხების გადაწყვეტას. არ აპირებთ დაბრკოლებების წინაშე უკან დახევას. ეს გარშემომყოფებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. ისინი აღფრთოვანებული დარჩებიან თქვენი მოქმედებებით. ბევრი რამის მოსწრება შეგიძლიათ, მაგრამ უპროანი იქნება, თუ დაისვენებთ, რამე სასიამოვნოზე იფიქრებთ. არ გაწყენთ გასეირნება ან მოკლე მანძილზე სადმე გასვლა.
მშვილდოსანი: ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი და რთული საქმეების გასაკეთებლად. სირთულეები არ გაშინებთ, ბარიერების გადალახვის გზებს ყოველთვის პოულობთ. დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები, გამოგადგებათ მათი გამოცდილება. კარგი დღეა მომავალზე სასაუბროდ, გეგმების განსახილველად, მაგრამ იდეების განხორციელებისთვის ჯერ შესაფერისი დრო არ დამდგარა.
თხის რქა: კარგი დღეა ურთიერთობების, შეხვედრებისთვის. მშვენივრად ახერხებთ ურთიერთობებს ადამიანებთან, შეგიძლიათ აღადგინოთ ძველი კავშირებიც, რომლებიც რაღაც გაუგებრობების გამო შეწყდა. ასევე კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის. ის მრავალ დადებით ემოციას გაჩუქებთ. არახელსაყრელი დღეა მოსაწყენი, ერთფეროვანი საქმეებისთვის. სჯობს, თუნდაც უსარგებლო, მაგრამ სასიამოვნო რამ გააკეთოთ, ვიდრე რუტინულ მუშაობაში დახარჯოთ დრო.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2018
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა
მერწყული: სასიამოვნო და საინტერესო დღეა. მოსალოდნელია სასიხარულო ამბების გაგება, წინადადებების მიღება, რომლებზეც უარის თქმა არ მოგინდებათ. გრძნობთ, რომ მზად ხართ ცვლილებებისთვის და შანსს არ უშვებთ ხელიდან, რომ ცხოვრებაში რამე ახალი შეიტანოთ. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, რაც ძალიან გაგახარებთ. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილეა საჭირო, ეს ფინანსებია. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს.
თევზები: შესანიშნავად გაუმკლავდებით ყველაფერს, რასაც ხელს მოჰკიდებთ. დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და ეს უნდა გამოიყენოთ, რომ განახორციელოთ რომელიმე თამამი გეგმა, ადრინდელი ჩანაფიქრი. ძველი ნაცნობები სიამოვნებით დაუჭერენ მხარს თქვენს იდეებს და დაგეხმარებიან. საერთო საქმეები ძალიანდ აგაახლოებთ ერთმანეთთან. თავს მეტად თავდაჯერებულად, თავისუფლად და მშვიდად იგრძნობთ.
ყველა ახალი ამბავი
0