ბათუმში მცხოვრები 70 ოჯახი ბინებს საკუთრებაში დაირეგისტრირებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი სახლები ბათუმში
ძველი სახლები ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
გამოწერა
ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, ბინებს საკუთრებაში უახლოეს პერიოდში დაირეგისტრირებენ.
თბილისი, 24 ოქტომბერი - Sputnik. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში მცხოვრებ 70 ოჯახს ბინები საკუთრებაში დაურეგისტრირდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ბინებს საკუთრებაში ბათუმში, თამარ მეფის გამზირის N54-სა და ხინიკაძის ქუჩის N4-ში მცხოვრები 70 ოჯახი დაირეგისტრირებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აღნიშნული ოჯახების წევრებს შეხვდა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
უწყების ინფორმაციით, ბინების გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები დასკვნით ეტაპზეა.
ყველა ახალი ამბავი
0