რაგბი: ქართულმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასში მეორე გამარჯვება მოიპოვა

© VK / Lokomotiv Penzaტაგბი. „შავი ლომი“ - „ლოკომოტივ-პენზა“
ტაგბი. „შავი ლომი“ - „ლოკომოტივ-პენზა“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
გამოწერა
ამ დროისთვის ქართული გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. პირველმა ქართულმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა „შავი ლომი“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასზე მეორე გამარჯვება იზეიმა.
ქართველმა მორაგბეებმა გასვლაზე რუსეთის „ლოკომოტივ-პენზას“ ანგარიშით 27:11 მოუგეს და ბონუს-ქულა გამოიმუშავეს.
შეხვედრის ბედი ფაქტობრივად შესვენებამდე გადაწყდა. „შავმა ლომმა“ პირველი ტაიმი ანგარიშით 22:6 მოიგო, ხოლო ერთ-ერთი გმირი გახდა გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც რვა ქულა გააფორმა - ერთი წარმატებული ლელო და საჯარიმო. „ლოკომოტივის“ ჩათვლით ზონაში ბურთი თითოჯერ დაამიწეს დავით გიგაურმა და შალვა მამუკაშვილმა.
მეორე ტაიმში გუნდებს თითო წარმატებული ლელო ჰქონდათ. მასპინძლების შემადგენლობაში თავი გამოიჩინა ვლადისლავ პერესტიაკმა, სტუმრებიდან - გიორგი ხუროშვილმა.
ლევან მაისაშვილის აღსაზრდელებისთვის ეს ტურნირზე მეორე მოგებაა. ქართულმა ფრენჩაიზმა თავის სადებიუტო შეხვედრაში „თელავივ ჰითი“ ანგარიშით 33:10 დაამარცხა. ამ დროისთვის ქართული გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
„შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ფარგლებში მომდევნო მატჩს კვლავ გასვლაზე „ენისეი-СТМ"-ის წინააღმდეგ გამართავს.
ყველა ახალი ამბავი
0