მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასროლა: ვინ იყო პასუხისმგებელი იარაღზე გადაღებებზე

© AP Photo / Andres Leightonჟურნალისტები გადასაღებ მოედანზე, სადაც ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით ოპერატორი მოკლა
ჟურნალისტები გადასაღებ მოედანზე, სადაც ალეკ ბოლდუინმა შემთხვევით ოპერატორი მოკლა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ მამამისს ჰოლივუდში ფართოდ იცნობენ როგორც მეიარაღეს სხვადასხვა ფილმების გადასაღებ მოედნებზე.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. ჰანა რიდი, რომელიც ალეკ ბოლდუინის მონაწილეობით ვესტერნის გადაღებების დროს იარაღთან დაკავშირებულ საკითხებზეა პასუხისმგებელი, ახლახან შეუდგა ამ სამუშაოს, იუწყება TMZ.
ერთი თვის წინ ქალმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ პოდკასტში, სადაც ისაუბრა თავის პირველ გამოცდილებაზე ფილმის „ძველი გზა“ (The Old Way) გადაღებებზე, სადაც მთავარ როლს ნიკოლას კეიჯი ასრულებს.
აღნიშნულია, რომ მამამისს თელ რიდს ჰოლივუდში კარგად იცნობენ როგორც მეიარაღეს კვენტინ ტარანტინოს ფილმების „ჯანგო“ და „ერთხელ ჰოლივუდში“ გადაღებებზე.
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
მსოფლიო დღეს
ალეკ ბოლდუინის მიერ მოკლული ქალის მშობლებმა დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს
ინციდენტი მოხდა ფილმ-ვესტერნ Rust-ის („ჟანგი“) გადაღებებზე, რომელშიც მთავარ როლს ალეკ ბოლდუინი ასრულებს. მან გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭის ნაცვლად საბრძოლო ტყვიებით იყო დატენილი. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 42 წლის ოპერატორი გალინა ჰატჩინსი, ხოლო ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუზა დაიჭრა (ტყვია ლავიწის ძვალში მოხვდა).
მსახიობისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ხოლო გადასაღებ მოედანზე ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც რეჟისორის ასისტენტმა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, ბოლდუინმა მისგან იცოდა, რომ პისტოლეტში ფუჭი ტყვიები იდო.
ყველა ახალი ამბავი
0