ბათუმში კორპუსის ნგრევისას სამაშველო ღონისძიებაში ჩართული მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვეს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიმაშველები ბათუმის ტრაგედიის ადგილზე
მაშველები ბათუმის ტრაგედიის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
გამოწერა
იოსებ ჭელიძემ და თემურ მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და 10 მეხანძრე-მაშველს მინისტრის სახელით უწყებრივი მედლები გადასცეს.
თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობისთვის მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები - „მამაცობისთვის“ გადაეცათ, ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
დაჯილდოების ცერემონია თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ.
ბათუმი – ძველი სახლები და ახალი სახლების მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა ახალ პროექტს იწყებენ
ღონისძიების მონაწილეებმა, მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0