https://sputnik-georgia.com/20211022/timoti-shalamem-qartveli-gogos-foto-gaaziara-261399587.html
ტიმოთი შალამემ ქართველი გოგონას ფოტო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა – ნახეთ ფოტო
ტიმოთი შალამემ ქართველი გოგონას ფოტო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა – ნახეთ ფოტო
Sputnik საქართველო
კინორეჟისორ დენის ვილნევის უახლესი ნამუშევრის „დიუნის“ მსოფლიო პრემიერა 3 სექტემბერს, ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე შედგა. რამდენიმე დღის წინ კი ის საქართველოს... 22.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-22T13:01+0400
2021-10-22T13:01+0400
2021-10-22T16:45+0400
აშშ
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/06/250261357_0:0:2603:1464_1920x0_80_0_0_880d4f2680c82db3f805e473fe73686c.jpg
კინორეჟისორ დენის ვილნევის უახლესი ნამუშევრის „დიუნის“ მსოფლიო პრემიერა 3 სექტემბერს, ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე შედგა. რამდენიმე დღის წინ კი ის საქართველოს კინოთეატრებშიც გამოჩნდა. სწორედ ფილმის პრემიერას ეხებოდა „ინსტაგრამის“ ქართველი მომხმარებლის თიკო ნოზაძის ფოტო, რომელიც ფილმის მთავარმა გმირმა, მსახიობმა ტიმოთი შალამემ „ინსტრაგრამის“ „სთორიზე“ გაიზიარა.„დიუნი“ საი-ფაი ჟანრის ამავე სახელწოდების მქონე კლასიკის, ფრენკ ჰერბერტის რომანის ეპიკური ეკრანიზაციაა. მასში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, ზენდეია, რებეკა ფერგიუსონი, ოსკარ აიზეკი და ჯოშ ბროლინი ასრულებენ. „დიუნის“ სცენარი ვილნევმა ჯონ სპეიტსთან და ერიკ როტთან ერთად შექმნა. ასევე ვილნევი იყო კინონამუშევრის პროდიუსერი მერი პერენტთან, კეილ ბოიტერთან და ჯო კარაჩოლო უმცროსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჰერბერტის რომანის მიხედვით არაერთი სატელევიზიო სერიალი გადაუღიათ, ვილნევის ნამუშევარი მხოლოდ მეორე ოფიციალური სრულმეტრაჟიანი ეკრანიზაციაა.მანამდე „დიუნის“ მიხედვით ფილმი დევიდ ლინჩმა გადაიღო 1984 წელს. ახალი ფილმის პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/06/250261357_27:0:2284:1693_1920x0_80_0_0_020b78f7942e6ef28d1465181c30f77a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტიმოთი შალამე დიუნი პრემიერა ფილმი dune
ტიმოთი შალამე დიუნი პრემიერა ფილმი dune
ტიმოთი შალამემ ქართველი გოგონას ფოტო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა – ნახეთ ფოტო
13:01 22.10.2021 (განახლებულია: 16:45 22.10.2021) კინორეჟისორ დენის ვილნევის უახლესი ნამუშევრის „დიუნის“ მსოფლიო პრემიერა 3 სექტემბერს, ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე შედგა. რამდენიმე დღის წინ კი ის საქართველოს კინოთეატრებშიც გამოჩნდა. სწორედ ფილმის პრემიერას ეხებოდა „ინსტაგრამის“ ქართველი მომხმარებლის თიკო ნოზაძის ფოტო, რომელიც ფილმის მთავარმა გმირმა, მსახიობმა ტიმოთი შალამემ „ინსტრაგრამის“ „სთორიზე“ გაიზიარა.
„დიუნი“ საი-ფაი ჟანრის ამავე სახელწოდების მქონე კლასიკის, ფრენკ ჰერბერტის რომანის ეპიკური ეკრანიზაციაა. მასში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, ზენდეია, რებეკა ფერგიუსონი, ოსკარ აიზეკი და ჯოშ ბროლინი ასრულებენ.
„დიუნის“ სცენარი ვილნევმა ჯონ სპეიტსთან და ერიკ როტთან ერთად შექმნა. ასევე ვილნევი იყო კინონამუშევრის პროდიუსერი მერი პერენტთან, კეილ ბოიტერთან და ჯო კარაჩოლო უმცროსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჰერბერტის რომანის მიხედვით არაერთი სატელევიზიო სერიალი გადაუღიათ, ვილნევის ნამუშევარი მხოლოდ მეორე ოფიციალური სრულმეტრაჟიანი ეკრანიზაციაა.
მანამდე „დიუნის“ მიხედვით ფილმი დევიდ ლინჩმა გადაიღო 1984 წელს. ახალი ფილმის პრემიერა რამდენჯერმე გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო.