თბილისში მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში მუშა ჩავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახლის მშენებლობა
სახლის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
ლიფტის შახტში ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა. ის კლინიკაში მოათავსეს.
თბილისი, 22 ოტომბერი – Sputnik. თბილისში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში მუშა ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0