მხოლოდ ქალები: ქართველი მხატვარი ლონდონის უჩვეულო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონი
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
უჩვეულო გამოფენა მხატვარი ქალების ნამუშევრებს აერთიანებს.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი მხატვარი რუსუდან ხიზანიშვილი მონაწილეობას მიიღებს ჯგუფურ გამოფენაში გალერეა BEERS London-ში, სადაც წარმოდგენილი იქნება 11 მხატვარი ქალის ნამუშევრები. ექსპოზიცია 24 ოქტომბერს გაიხსნება.
გალერეა BEERS London 2012 წელს გაიხსნა და მას შემდეგ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი სივრცის საერთაშორისო რეპუტაცია მოიპოვა. გალერეაში, ფერწერის გარდა, ეწყობა ქანდაკების, ფოტოგრაფიის, ტექსტილისა და კერამიკის გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიწვეული ხელოვანების მონაწილეობით.
გამოფენა WÜNDER WOMXN: The Female Figurative აერთიანებს ქალების ნამუშევრებს, რომელთა შემოქმედებითი პრაქტიკა ბევრად არის შთაგონებული ქალის სხეულით.
გამოფენაში მონაწილე მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, მათ შორის, კანადას, აშშ-ს, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებს, ირანსა და კოლუმბიას.
რუსუდან ხიზანიშვილი თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. დამთავრებული აქვს თბილისის სამხატვრო აკადემია.
მხატვარი თანამშრომლობს სხვადასხვა გალერეასა და ფესტივალთან. ძირითადად მუშაობს ფერწერაში, ქმნის კოლაჟებს, დგამს საინტერესო ექსპერიმენტებს ბეჭდური გრაფიკის სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0