ფრთხილად! მიმოქცევაში ყალბი 100-დოლარიანი კუპიურებია

© Pixabay / pasja1000დოლარის კუპიურა
დოლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 5 ათასი დოლარის ოდენობის 50 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0