პრემიერი: სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერა სირცხვილია

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას 30 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მხარდაჭერა სირცხვილია.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში უნდა გაიმართოს, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატების მხარდაჭერა რეალურად არის დიდი სირცხვილი, ასე ვიტყოდი პირდაპირ… მომდევნო თვეებში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და რეალური პრობლემების გადაჭრას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას, აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში.
მანამდე ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამ დროისათვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მოსახლეობას, მათ შორის ჩინოვნიკებს, ძალოვანებსა და პედაგოგებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში ხმა არ მისცენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებს.
ყველა ახალი ამბავი
0