https://sputnik-georgia.com/20211022/pcr-testi-yoveltvis-ar-acvenebs-koronaviruss-261411830.html
PCR-ტესტი ხშირად ცრუ პასუხს იძლევა: ინფექციონისტის განმარტება
PCR-ტესტი ხშირად ცრუ პასუხს იძლევა: ინფექციონისტის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველო მეხუთე ტალღის წინაშე დგას – ბოლო დღეებში ე.წ. დადებითობის მაჩვენებელმა თითქმის 10 პროცენტს მიაღწია. 22.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-22T18:26+0400
2021-10-22T18:26+0400
2023-08-17T18:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279315_0:72:2049:1224_1920x0_80_0_0_358b3974011f24e6e946776c5ca2a916.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. როგორც სწრაფი, ისე PCR-ტესტირების შედეგად საკმაოდ ხშირად ცრუ პასუხებია მიღებული, განაცხადა ინფექციონისტმა, კლინიკა „ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგემ მაია ბუწაშვილმა ტელკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.ინფექციონისტმა მოუწოდა მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდებათ თუ არა ტესტირებით COVID-19, მაინც გადავიდნენ იზოლაციაში.ინფექციონისტი ვარაუდობს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი იქნება.„დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვები უნდა იყოს პიკი და კიდევ უფრო მაღალი ციფრები შეიძლება გვქონდეს. მით უმეტეს, როდესაც იწყება სიცივე, ადამიანები დახურულ სივრცეებში იყრიან თავს და ინფექციის გავრცელება იმატებს ხოლმე“, — აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით დაიწყო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, უარის თქმა მასობრივ თავშეყრებზე და დროული ვაქცინაცია.ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად საჭიროა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაცია.ბოლო მონაცემებით, საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4.155 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 684.337-ს მიაღწია. გარდაიცვალა 40 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20211022/ertdrouli-vaqcinacia-gripsa-da-koronavirusze-janmos-komentari-261410880.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279315_160:0:1887:1295_1920x0_80_0_0_d194066a5a6b1da0755ca998412e4d08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
PCR-ტესტი ხშირად ცრუ პასუხს იძლევა: ინფექციონისტის განმარტება
18:26 22.10.2021 (განახლებულია: 18:04 17.08.2023) საქართველო მეხუთე ტალღის წინაშე დგას – ბოლო დღეებში ე.წ. დადებითობის მაჩვენებელმა თითქმის 10 პროცენტს მიაღწია.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. როგორც სწრაფი, ისე PCR-ტესტირების შედეგად საკმაოდ ხშირად ცრუ პასუხებია მიღებული, განაცხადა ინფექციონისტმა, კლინიკა „ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგემ მაია ბუწაშვილმა ტელკომპანია
„რუსთავი2“-ის ეთერში.
ინფექციონისტმა მოუწოდა მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდებათ თუ არა ტესტირებით COVID-19, მაინც გადავიდნენ იზოლაციაში.
„ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ და ამიტომ აქვთ სიმპტომები. გაციება ყველა შემთხვევაში არის რომელიღაც ვირუსი, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს. თუ ადამიანს აქვს სასუნთქი გზების მხრივ სიმპტომები, ახველებს, აქვს სურდო და გრძნობს თავს ავად, ე.ი. აქვს ინფექცია და უნდა მოერიდოს სხვებს. ეს არის მარტივი წესი“, — განაცხადა ბუწაშვილმა.
ინფექციონისტი ვარაუდობს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკი იქნება.
„დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნოემბრის შუა რიცხვები უნდა იყოს პიკი და კიდევ უფრო მაღალი ციფრები შეიძლება გვქონდეს. მით უმეტეს, როდესაც იწყება სიცივე, ადამიანები დახურულ სივრცეებში იყრიან თავს და ინფექციის გავრცელება იმატებს ხოლმე“, — აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით დაიწყო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, უარის თქმა მასობრივ თავშეყრებზე და დროული ვაქცინაცია.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად საჭიროა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაცია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4.155 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 684.337-ს მიაღწია. გარდაიცვალა 40 ადამიანი.