https://sputnik-georgia.com/20211022/musika-sens-fanjrebtan-festivali-tbilissi-261407424.html
„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – თბილისში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – თბილისში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალზე დასწრება შეზღუდულია და მუსიკის მოყვარულები ღონისძიებაზე გარკვეული პირობებით დაიშვებიან. 22.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-22T16:43+0400
2021-10-22T16:43+0400
2021-10-22T19:57+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250895913_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_fd2387aa5456b8d3fbaf34bc43c1a7ab.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ ღია ეზოში 24 ოქტომბერს ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ გაიმართება.„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – ესაა სოციოკულტურული პროექტი, რომლის კონცეფცია ასეთია: თუ თქვენ ვერ ესწრებით კონცერტს, ის თვითონ მოვა თქვენთან.ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო ფესტივალზე დასასწრები მხოლოდ 50 ბილეთი გაიყიდება. დასწრებას კი შეძლებენ სრულად ვაქცინირებული პირები, რომელთა მეორე აცრიდან ორი კვირაა გასული, ასევე ის პირები, ვინც ბოლო სამი თვის განმავლობაში გადაიტანა კორონავირუსი. ფესტივალზე დასწრება შესაძლებელი იქნება 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ მოწმობის წარდგენითაც.აღნიშნული ფესტივალი თბილისში უკვე რამდენჯერმე გაიმართა. პირველ ასეთ კონცერტში, ორკესტრის გარდა, მონაწილეობდნენ მევიოლინე გიორგი ცაგარელი, მუსიკოსები ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე. ასევე იყო საცეკვაო ნომერი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის თეა დარჩიას შესრულებით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0f/250895913_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_039b4241b229fd8f1a950a403455e977.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – თბილისში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
16:43 22.10.2021 (განახლებულია: 19:57 22.10.2021) ფესტივალზე დასწრება შეზღუდულია და მუსიკის მოყვარულები ღონისძიებაზე გარკვეული პირობებით დაიშვებიან.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სასტუმრო „თბილისი მარიოტის“ ღია ეზოში 24 ოქტომბერს ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“
გაიმართება.
„მუსიკა შენს ფანჯრებთან“ – ესაა სოციოკულტურული პროექტი, რომლის კონცეფცია ასეთია: თუ თქვენ ვერ ესწრებით კონცერტს, ის თვითონ მოვა თქვენთან.
„კონცეპტArt“-ის მოძრავ ფესტივალში 100-ზე მეტი ცნობილი არტისტია გაერთიანებული. ფესტივალზე ქართველი პიანისტის ბექა გოჩიაშვილის დაუვიწყარი კომპოზიციები შესრულდება მუსიკოსებთან ლევან დეისაძესთან და ზაზა ცერცვაძესთან ერთად. საღამოს სპეციალური სტუმარი კი მომღერალი ნატალია ქუთათელაძე იქნება.
ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო ფესტივალზე დასასწრები მხოლოდ 50 ბილეთი გაიყიდება. დასწრებას კი შეძლებენ სრულად ვაქცინირებული პირები, რომელთა მეორე აცრიდან ორი კვირაა გასული, ასევე ის პირები, ვინც ბოლო სამი თვის განმავლობაში გადაიტანა კორონავირუსი. ფესტივალზე დასწრება შესაძლებელი იქნება 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ მოწმობის წარდგენითაც.
აღნიშნული ფესტივალი თბილისში უკვე რამდენჯერმე გაიმართა. პირველ ასეთ კონცერტში, ორკესტრის გარდა, მონაწილეობდნენ მევიოლინე გიორგი ცაგარელი, მუსიკოსები ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე. ასევე იყო საცეკვაო ნომერი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის თეა დარჩიას შესრულებით.