„ლექსი დამიწერა, წერილებს მწერდა...“ – გიორგი გახარიას სიყვარულის ისტორია

© Facebook / gaxariaგიორგი გახარია და მარიკა ფანცულაია
გიორგი გახარია და მარიკა ფანცულაია - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
გიორგი გახარიას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის შემდეგ ინტერესი არ წყდება როგორც მისი კარიერის, ასევე პირადი ცხოვრების მიმართ. პოლიტიკოსს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მან მარიკა ფანცულაიაზე რამდენიმე წლის წინ იქორწინა, მათი ქალიშვილი ანა უკვე 12 წლისაა.
ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში გიორგი გახარიას ცოლმა მარიკა ფანცულაიამ ურთიერთობის პირველი წლები გაიხსენა. მისი თქმით, წყვილის მამები თანაკლასელები არიან, თუმცა შვილებმა ერთმანეთი დიდობაში გაიცნეს და გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ იქორწინეს.
„გიორგი არ არის რომანტიკული ადამიანი, მაგრამ ეს ერთი წელი იყო ფეიერვერკი, სულ სიურპრიზებს მიწყობდა“, – ამბობს მარიკა და იხსენებს, რომ გიორგი გახარია მას სასიყვარულო წერილებსაც სწერდა.

„მე თბილისში ვცხოვრობდი, ის მოსკოვში სწავლობდა. მაშინ პერსონალური კომპიუტერი დიდი ფუფუნება იყო და სამსახურისას ვიყენებდით, მეილებს ვწერდით ერთმანეთს. გიორგის ხელით წერა უყვარს, დაწერდა წერილს და მიგზავნიდა ხოლმე. ერთხელ ლექსიც კი დამიწერა, რომელიც, სამწუხაროდ, დაიკარგა“, – იხსენებს მარიკა ფანცულაია.

2012 წლამდე გიორგი გახარიას საქართველოში, ვიწრო წრის გარდა, თითქმის არავინ იცნობდა. ყველაფერი 2013 წლის მარტიდან დაიწყო, როცა პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა იგი საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენად დანიშნა.
„ქართულმა ოცნებამ“ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ წარადგინა. გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა 2021 წლის 18 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მიზანშეუწონლად მიიჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება, რადგან, მისი თქმით, „ამით საფრთხე შეექმნებოდა მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“.
2021 წლის 29 მაისს გიორგი გახარიამ დააფუძნა პარტია „საქართველოსთვის“, რომელშიც მმართველი პარტიიდან წასული ბევრი სახელმწიფო მოხელე გაწევრიანდა.
ყველა ახალი ამბავი
0