ედუარდ შევარდნაძის ყოფილ რძალს სააკაშვილზე მონოლოგის გამო განმარტების გაკეთება მოუწია

© Photo: Tatia Sharangia / FBთათია შარანგია
თათია შარანგია - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ტე­ლე­წამ­ყვან თა­თია შა­რან­გი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ექ­ს-პრე­ზი­დენტზე წა­კი­თხუ­ლი მო­ნო­ლო­გის გამო გან­მარ­ტე­ბა მო­უ­წია. სა­უ­ბა­რია გადაცემა „სთო­რი­ში“ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სტუმ­რო­ბის ეპი­ზოდ­ზე, სა­დაც შა­რან­გი­ამ გა­და­ცე­მის და­სა­წყის­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ სა­ქე­ბა­რი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა.
რო­გორც გა­ირ­კვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მის შემ­დეგ შა­რან­გია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­აკ­რი­ტი­კეს, რის შემ­დეგაც ტე­ლე­წამ­ყვან­მა „ფე­ის­ბუქ­ზე“ პოს­ტი და­წე­რა, სადაც აღნიშნავს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია თა­ვი­სი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა და, რა თქმა უნდა, მასაც.

„ალ­ბათ არა­ვის გქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ სა­კუ­თარ აზრს ან შე­ხე­დუ­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე არას­დროს გახ­ვევთ თავს ჩემს აზრს ჩემს გა­და­ცე­მა­ში და მთა­ვარ მო­ვა­ლე­ო­ბად მი­მაჩ­ნია ჩემი სტუმ­რე­ბი გა­გაც­ნოთ და გა­გაც­ნოთ პო­ზი­ტი­ურ ჭრილ­ში“, – დაწერა ტელეწამყვანმა.

რაც შე­ე­ხე­ბა შა­რან­გი­ას მო­ნო­ლოგს, ტე­ლე­წამ­ყვან­მა გა­და­ცე­მის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ამა­ყობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით. თათია 14 ოქტომბერს სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზეც იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად.
თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია ერთად საქართველოში ცხოვრობენ.
თა­თია შა­რან­გი­ა­სა და ლაშა შე­ვარ­დნა­ძის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. გაყ­რის ინი­ცი­ა­ტო­რი თა­თია იყო. ხმე­ბი მათ ოჯა­ხურ უთან­ხმო­ე­ბა­ზე მა­ნამ­დეც ვრცელ­დე­ბო­და. ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­სა და თა­თია შა­რან­გი­ას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუ­არ­დ და ალექ­სან­დრე შე­ვარ­დნა­ძე­ე­ბი.
თა­თია პი­ა­ნის­ტია. სწავ­ლობ­და თბი­ლის­ში, პა­რიზ­სა და აშშ-ის სხვადასხვა ქა­ლა­ქებ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში. ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე. თა­თი­ას მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ. მას დედა ექი­მი ჰყავს, მამა ბიზ­ნეს­მე­ნია.
ყველა ახალი ამბავი
0