საქართველოში ოქროს ზოდები და ნაკეთობები შემოჰქონდათ – დაკავებულია სამი ქვეყნის მოქალაქე

© Flickr / kagen33ოქროს სამკაულები
ოქროს სამკაულები - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
აღნიშნული პირები ქვეყანაში მთლიანობაში 300 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს შემოტანას ცდილობდნენ.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. მებაჟე–ოფიცრებმა ქვეყნის ორ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სარფის“ საბაჟოზე მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი გამოავლინეს. საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეების პირადი და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 202,34 გრამი). ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ ჯამში 21,4 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს
საქართველოს მოქალაქე 3,2 ათასი ლარით დაჯარიმდა, საბერძნეთის მოქალაქის საქმის მასალები კი შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
გარდა ამისა, გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ მებაჟე–ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქის კუთვნილი ბარგის შემოწმებისას 18 ათას ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ზოდები (საერთო წონა 100 გრამი) აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0