რუსკა მაყაშვილმა სტრიპტიზის ბოძზე იცეკვა – ამაღელვებელი ვიდეო

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
„ნიჭიერის“ მეათე საიუბილეო სეზონი „რუსთავი 2“-ზე თავიდანვე მაღალი რეიტინგით დაიწყო. სატელევიზიო გადაცემებს შორის ის პირველ ადგილზე გავიდა 22%-ზე მეტით და მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა.
გუშინდელ გადაცემაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ნომერი ჟიურის წევრის, მსახიობისა და ტელეწამყვანის რუსკა მაყაშვილის მიერ პილონზე ექსპრომტად შესრულებული ცეკვა იყო.
რუსკამ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი მონაწილისთვის დადგმული ბოძით თავადაც ესარგებლა და ეცადა ცეკვის შესრულება, რაც მშვენივრად გამოუვიდა და ჟიურის წევრებისა და მაყურებლის დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე ამიერიდან ყოველ სამშაბათს გავა.
ყველა ახალი ამბავი
0