https://sputnik-georgia.com/20211021/rusetisprezidentma-gaeros-gardamavali-faseuloba-uwoda-261501550.html
რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს გარდამავალი ფასეულობა უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს გარდამავალი ფასეულობა უწოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვალდაის“ კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გაერო არის მთავარი საერთაშორისო... 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T19:01+0400
2021-10-21T19:01+0400
2021-10-26T14:36+0400
პოლიტიკა
რუსეთი
„ვალდაის“ ფორუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250707874_0:0:3202:1802_1920x0_80_0_0_5950abe0cce41e690125b27b10fd49de.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვალდაის“ კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გაერო არის მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც მუდმივ ღირებულებად რჩება ყველასთვის.მისი თქმით, გაეროს ბევრს აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ის ვერ ასწრებს სწრაფცვლილებებთან ადაპტაციას. პუტინმა აღიარა, რომ ეს ნაწილობრივ მართალია.„ეს ალბათ არა მხოლოდ თავად ორგანიზაციის, არამედ უპირველეს ყოვლისა, მისი მონაწილეების ბრალია. გარდა ამისა, ეს საერთაშორისო სტრუქტურა არის არა მხოლოდ ნორმების მატარებელი, არამედ თავად წესების დადგენის სულისკვეთების მატარებელიც, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობის პრინციპებზე და ყველას აზრის მაქსიმალურ გათვალისწინებაზე“, — მიაჩნია რუსეთის ლიდერს.მიუხედავად ამისა, პუტინის თქმით, ორგანიზაციის რეფორმირებაში აჩქარება და შეცდომების დაშვება არ შეიძლება.„მე არ ვისურვებდი რაიმეს შეცვლას. ანუ ცვლილებები საჭიროა, მაგრამ არა საძირკვლის დაშლით. გაეროს აზრიც ამაშია, რომ არსებობს ხუთი მუდმივი წევრი და მათ აქვთ ვეტოს უფლება. თუ ჩვენ მუდმივი წევრების ვეტოს უფლებას მოვშლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმავე დღეს მოკვდება... ის გადაიქცევა ერთა ლიგად“, — დასძინა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს დონეზე გამოწვევებისა და საფრთხეების რეესტრის შედგენის წინადადება წამოაყენა. მისი თქმით, ამ საქმეში სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები უნდა ჩაერთნენ, ვინაიდან გლობალური გამოწვევები გამოწვევებია ყველასთვის ერთად და ცალ-ცალკე, და თუ ყველა დაინახავს კონკრეტულ სარგებელს ამ გამოწვევებთან ბრძოლისთვის ერთიანობაში, ეს გაზრდის რეალური, კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მზადყოფნის უპირობო ხარისხს.
https://sputnik-georgia.com/20211021/vetos-uflebis-gauqmeba-261387792.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/1a/250707874_473:0:3202:2047_1920x0_80_0_0_d8965c8984a8e3d56068390e0e96f8a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, „ვალდაის“ ფორუმი
პოლიტიკა, რუსეთი, „ვალდაის“ ფორუმი
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვალდაის“ კლუბის შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გაერო არის მთავარი საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც მუდმივ ღირებულებად რჩება ყველასთვის.
„მიმაჩნია, რომ ახლანდელ ტურბულენტურ მსოფლიოში სწორედ გაერო რცება საერთაშორისო ურთიერთობების ჯანსაღი კონსერვატიზმის მატარებლად, რაც ესოდენ აუცილებელია ვითარების ნორმალიზაციისთვის“, — განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, გაეროს ბევრს აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ ის ვერ ასწრებს სწრაფცვლილებებთან ადაპტაციას. პუტინმა აღიარა, რომ ეს ნაწილობრივ მართალია.
„ეს ალბათ არა მხოლოდ თავად ორგანიზაციის, არამედ უპირველეს ყოვლისა, მისი მონაწილეების ბრალია. გარდა ამისა, ეს საერთაშორისო სტრუქტურა არის არა მხოლოდ ნორმების მატარებელი, არამედ თავად წესების დადგენის სულისკვეთების მატარებელიც, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობის პრინციპებზე და ყველას აზრის მაქსიმალურ გათვალისწინებაზე“, — მიაჩნია რუსეთის ლიდერს.
მიუხედავად ამისა, პუტინის თქმით, ორგანიზაციის რეფორმირებაში აჩქარება და შეცდომების დაშვება არ შეიძლება.
„მე არ ვისურვებდი რაიმეს შეცვლას. ანუ ცვლილებები საჭიროა, მაგრამ არა საძირკვლის დაშლით. გაეროს აზრიც ამაშია, რომ არსებობს ხუთი მუდმივი წევრი და მათ აქვთ ვეტოს უფლება. თუ ჩვენ მუდმივი წევრების ვეტოს უფლებას მოვშლით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმავე დღეს მოკვდება... ის გადაიქცევა ერთა ლიგად“, — დასძინა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს დონეზე გამოწვევებისა და საფრთხეების რეესტრის შედგენის წინადადება წამოაყენა. მისი თქმით, ამ საქმეში სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები უნდა ჩაერთნენ, ვინაიდან გლობალური გამოწვევები გამოწვევებია ყველასთვის ერთად და ცალ-ცალკე, და თუ ყველა დაინახავს კონკრეტულ სარგებელს ამ გამოწვევებთან ბრძოლისთვის ერთიანობაში, ეს გაზრდის რეალური, კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მზადყოფნის უპირობო ხარისხს.